• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე არ მჯერა რომ “აბა ომი გინდათ?” ქართული ოცნების დანერგილია” – ირაკლი ოქრუაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:05 05-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
614

 ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“მე არ მჯერა რომ “აბა ომი გინდათ?” ქართული ოცნების დანერგილია. არა იმიტომ, ქოცებს რომ სამაგისო ინტელექტი არ აქვთ. არა, ამ ფენომენს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და თუ არა მეფის რუსეთის დროს გადაგვარებული თავად-აზნაურობიდან, საბჭოთა დროიდან მაინც იღებს სათავეს, როდესაც 60-იანი წლების შემდეგ ქართველებმა ერთბაშად დაკარგეს ჯარში სამსახურის ინტერესი და საბჭოთა, აზროვნებით უფრო ახლო, მილიციას მასიურად მიაშურეს. მილიციაში სამსახურისადმი ერთი ნაწილის ინტერესმა, მეორე ნაწილს სრულიად საპირისპირო ინტერესი გაუღვივა და “ქურდობამ” და ქუჩის კანონებისადმი ინტერესმა არანაკლები გადაქაჩა მისკენ. ასე ჩაკვდა კოლექტიური ბრძოლის და გადარჩენის ინსტიქტი დროთა განმავლობაში. ამას დაემატა რამდენიმე წაგებული ომის სინდრომი და მივიღეთ კინტოების საზოგადოების დომინირება ბრძოლის შემძლე და მოყვარულ ნაწილზე.
ათი წლის წინ ერთი ცნობილი ოჯახის შვილი და აფხაზეთში არცთუ ურიგოდ ნაომარი თბილისელი თავგამოდებით მიმტკიცებდა თუ როგორ შეიძლება რუსეთთან ომი, ამის გამო ქართველები ხომ შეიძლება სულ გავწყდეთო. მაგრად მეცინებოდა რომ ვუსმენდი, მაგრამ სანამ არ ვუთხარი ვერ მიხვდა ჩემი სიცილის მიზეზს – მის მიერ გაკეთებული “წამლით” თუ რამდენი ვერელი და ვაკელი იყო გაწყვეტილი.
ჩვენმა და რუსების “ერთობლივმა ძალისხმევამ” ერთნაირად დაამკვიდრა “აბა ომი გინდათ?” დიდი ხნის განმავლობაში და არა უკრაინის ომმა და ქოცებმა.”
თეგები: ირაკლი ოქრუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved