• რეკლამა
  • კონტაქტი
17:35, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“„უცნობმა“ სამი კითხვით მიმართა კელი დეგნანს …მიმაჩნია, რომ ეს ყოველივე აშშ-ს ინტერესებში არ შედის” – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:23 05-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
449

ექსპერტი ლევან ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში წერს;

 

“გია გაჩეჩილაძემ, „უცნობმა“ სამი კითხვით მიმართა ჩვენს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აშშ-ს ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს:
• გინდათ თუ არა საქართველოში რუსეთთან ომის მეორე ფრონტი გაიხსნას?
• უნდა გამოუშვან თუ არა პატიმარი სააკაშვილი ციხიდან?
• უნდა დაინიშნოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები?
სამივე კითხვა ლეგიტიმურია, და ეს შეკითხვები კელი დეგნანის მიმართ, მართლა აქვთ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, იმ ელჩის მიმართ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენს საქართველოში.
• დიახ, ჩვენ გვაინტერესებს რამდენად ნორმალურია, რომ ჩვენ გაუხსნათ მეორე ფრონტი რუსეთს, როგორც ამას მოგვიწოდებს, ნაციონალური მოძრაობა და მათთან აფილირებული პოლიტიკური პარტიები თუ პოლიტიკური სუბიექტები.
• შედის თუა რა მეორე ფრონტის გახსნა აშშ-ს ინტერესებში, როგორც ამას მოგვიწოდებენ ზოგიერთი უპასუხისმგებლო უკრაინელი პოლიტიკოსები?
•დიახ, ჩვენ გვაინტერესებს, იმ დროს როდესაც სამართლებრივი სახელმწიფოს ვაშენებთ, გადავაბიჯოთ სასამართლოს სამივე ინსტანციას, არაფრად ჩავაგდოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, და რახან სააკაშვილი ვერ ეგუება ციხეში ყოფნას, ხან 50-დღიან შიმშილობას იგონებს, ხანაც ათასი ავადმყოფობის მომიზეზებით უნდა გამოუშვათ ციხიდან?
• სახალხო დამცველი, რომელიც სწორედაც აშშ-ს იყენებს ფარად სახელმწიფოზე და ხელისუფლებას შეტევისასა, რამდენად კომპეტენტური და სამართლიანია, როდესაც მხოლოდ ერთი პატიმრის ბედით არის დაინტერესებული, და სხვა არც ერთ პატიმარზე არც ერთი განცხადებაც კი არა აქვს გაკეთებული. ხომ არ უქმნის სახალხო დამცველის შერჩეული ქმედებები ამ ინსტიტუტის სანდოობას საფრთხეს?
• როგორ მიგაჩნიათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და დასავლეთის სახელმწიფოების (მათ შორის აშშ-ს) მიერ აღიარებული არჩევნების ლეგიტიმაცია, კვლავ უნდა დაგეს ეჭვქვეშ?
• იმის გამო 1 % და 2% პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები მოითხოვენ ამას უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, მანამ სანამ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგება?
• რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ხელისუფლების ბრძოლა არეულობისა და დესტაბილიზაციის წინააღმდეგ საქართველოში?
• რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ მოსახლეობის შეშინებისა და პანიკის მიზნით, მედია საშუალებების მხრიდან დეზინფორმაციისა და ცილისწამების ნიაღვრის გავრცელება?
მიმაჩნია, რომ ეს ყოველივე აშშ-ს ინტერესებში არ შედის, მაგრამ ერთია მე რა მიმაჩნია და მეორე თქვენ რას იტყვით ყოველივე ამის შესახებ, თქვენი პოზიციის ღიად დაფიქსირება კი უფრო ნათელს გახდიდა აღნიშნულ სურათს.”
თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved