უკრაინაში რუსი ოკუპანტების იერიშებს უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრე მახოვი ემსხვერპლა. ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” ახლობლებზე და ტელეარხ “უკრაინა 24”-ზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ჟურნალისტი მუშაობდა.
მედიასაშუალება წერს, რომ ის Ukraina24-ზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.
სად და რა ვითარებაში დაიღუპა ჟურნალისტი, დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები