• რეკლამა
  • კონტაქტი
14:58, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადად 600 ლარით დაეხმარა

ალია ავტორი - ალია
12:41 05-04-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომის ვეტერანების შეკრება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკი) მოხდება, რადგან ვაკის პარკში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, ომის ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან, თუმცა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მაისს ვეტერანთა ტრადიციული შეკრება გაიმართება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკში). ჩვენ გვაქვს ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამა. ომის ვეტერანებს 600 ლარით დავეხმარეთ. ეს შეიძლება დიდი თანხა არაა, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში, ვფიქრობ, გარკვეული ხელშემწყობი ღონისძიებაა. ჩვენი მხრიდან მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს მათთვის, რაც შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ფინანსური დახმარება გაუწია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მეუღლეებს, რომლებსაც ერთჯერადად, 300 ლარი გადაეცათ. თბილისის მერია, ჯამში, 130 პირს დაეხმარა.

თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე განხორციელდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
ახალი ამბები

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

13:03 06-16-2026
სილქნეტის საზაფხულო შეთავაზება
ახალი ამბები

განაახლე ტექნიკა  “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

12:55 06-16-2026
სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა
ახალი ამბები

სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

12:12 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved