• რეკლამა
  • კონტაქტი
16:18, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთმა 9 მაისს უკრაინის წინააღმდეგ ომი, შესაძლოა, ოფიციალურად გამოაცხადოს – CNN

ალია ავტორი - ალია
10:35 05-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
333

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა 9 მაისს ოფიციალურად გამოუცხადოს ომი უკრაინას. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს, რაც რუსეთს სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის საშუალებას მისცემს იმ ფონზე, როცა ისინი ცდილობენ აღმოსავლეთი და სამხრეთი უკრაინის დაპყრობას გეგმავენ“, – აცხადებენ აშშ და დასავლელი ოფიციალური პირები.

დღემდე, რუსეთის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი მხოლოდ „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“, რომლის მთავარი მიზანი უკრაინის „დენაზიფიკაციაა“.

„ვფიქრობ, პუტინი შეეცდება გადაინაცვლოს თავისი “სპეციალური ოპერაციიდან“. ის აყალიბებს საფუძველს იმისთვის, რომ შეძლოს თქმა : ნახეთ, ეს ახლა ომია ნაცისტების წინააღმდეგ და რაც მე მჭირდება, არის მეტი ხალხი, მეტი საზარბაზნე ხორცი,“- განუცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა LBC Radio-ს.

მედიის ცნობით, 9 მაისს ომის ოფიციალურმა გამოცხადებამ შესაძლოა გააძლიეროს რუსეთის მოქალაქეები და გაზარდოს შემოჭრა. რუსეთის კანონმდებლობით, ეს, ასევე, საშუალებას მისცემს პუტინს მოახდინოს სარეზერვო ძალების მობილიზება და წვევამდელების გაწვევა, რომლებიც ოფიციალური პირების თქმით, რუსეთს ძალიან სჭირდება მუშახელის დეფიციტის ფონზე.

9 მაისის სხვა ვარიანტები მოიცავს ლუგანსკის და დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას, სამხრეთით ოდესაზე თავდასხმის გააქტიურებას ან მარიუპოლზე სრული კონტროლის გამოცხადებას.

ამ საკითხზე კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გააკეთა და აღნიშნა, რომ „დიდი ირონიაა, თუ მოსკოვი „გამარჯვების დღეს“ ომის გამოსაცხადებლად გამოიყენებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვისგან 9 მაისამდე მეტს გავიგებთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ უფრო მეტს გაიგებთ შეერთებული შტატებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის ნატოს პარტნიორებისგან, ასევე 9 მაისამდე“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved