• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: მივმართავთ სახალხო დამცველს – განმარტოს, ჰქონდა თუ არა მის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრს თანხმობა სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე

ალია ავტორი - ალია
12:31 05-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემების გასაჯაროებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამსახურში აღნიშნავენ, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ა.წ. 28 აპრილს გაგზავნილ წერილში საგანგებოდ იყო მითითებული, რომ დასკვნის დანართი არ არის საჯარო.

„ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ა.წ. 30 აპრილს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა ამავე ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის დანართში ასახული მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ა.წ. 28 აპრილს გაგზავნილ წერილში საგანგებოდ იყო მითითებული, რომ დასკვნის დანართი არ არის საჯარო.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოახდინა მყისიერი რეაგირება სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე და გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღინიშნა, რომ სამსახურს აქვს კითხვები, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდებოდა სახალხო დამცველს. 30 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმა მიმართა სახალხო დამცველს და ელოდება არგუმენტირებულ პასუხს დასმულ კითხვებზე. წერილში ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა სწორედ გამჟღავნებულ ინფორმაციას სისხლში ალბუმინის რაოდენობასთან დაკავშირებით. გაჟღერებული მონაცემი მკვეთრად განსხვავებულია ანალიზების რეალურ შედეგთან, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ექსპერტთა ჯგუფისთვის.

სახალხო დამცველის აპარატიდან პასუხების მიღებასა და, საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფის წევრებთან გასაუბრებამდე ექიმის მიერ შერჩევით, დასაზუსტებელი ლაბორატორიული მონაცემის გასაჯაროება არის მაღალი რისკის შემცველი, რამაც შესაძლოა, საზოგადოების არასწორი ინფორმირების გზით, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული წარმოდგენების შექმნა გამოიწვიოს.

მივმართავთ სახალხო დამცველს, რომლის აპარატის წერილის თანახმადაც, სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ იყო საჯარო, განმარტოს ჰქონდა თუ არა მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის წევრს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხმობა დასკვნის დანართის გასაჯაროებაზე, რომელშიც მოცემულია ჩივილები, დანიშნული მედიკამენტების ჩამონათვალი და სხვა მონაცემები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved