“ჩვენი ბიჭების მდგომარეობა, რომლებიც 2 აპრილს ზარინით მოიწამლნენ, არ გაუმჯობესებულა… ჩემს სისხლშიც დადასტურდა ზარინის კვალი”, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა წერს:
“ჩვენი ბიჭების მდგომარეობა, რომლებიც მოიწამლნენ 2 აპრილს გოსტომელში ზარინით, სამწუხაროდ არ გაუმჯობესებულა. მეტიც, დაემატა ახალი სიმპტომები და ჯგუფის სხვა წევრებსაც, რომლებსაც აქამდე თითქოს არანაირი ჩივილები არ ჰქონიათ, უფიქსირდებათ ზარინისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა.
ამ წუთას გავდივართ კონსულტაციას ექიმთან. ჩემს სისხლშიც დადასტურდა ზარინის კვალი, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი მდგომარეობა არ იძლევა განგაშის საფუძველს.
დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მებრძოლების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მიექცევა და ყველა მალევე ჩადგება მწყობრში, – წერს ქაცარავა.
კომენტარები