• რეკლამა
  • კონტაქტი
10:38, შაბათი, 9 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აი, ამიტომ არის ნატო ასეთი მოწადინებული, რომ რუსეთი უკრაინაში გააჩეროს“ – სოსო ცინცაძე

„უკრაინამ  რუსეთთან ომი რომ მოიგოს, ნატო–მ ყველა სახის იარაღი უნდა გადასცეს უკრაინას, რაც გააჩნია, ატომური ბომბის გარდა“

ალია ავტორი - ალია
21:34 05-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,536

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და ნატო–ს წევრმა სხვა ქვეყნებმა, უკრაინას  ბევრი იარაღი მიაწოდეს, მათ შორის, მძიმე  და შეტევითი საშუალებები – თვითმფრინავები, ჰაუბიცები, საჰაერო თავდაცვითი სისტემები. ახლა უკრაინელი ჯარისკაცები ნატო–ს სამხედრო ბაზებზე ამ იარაღს ითვისებენ. ნატო ამაზე გაჩერებას არ აპირებს  და უფრო თანამედროვე და ლეტალური იარაღის მიცემას ჰპირდება უკრაინას.  ამერიკის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, უკრაინა ამ ომს არ  წააგებს, ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და  რა სახის იარაღიც დასჭირდება, ყველაფერს მივცემთო. იქით დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რუსეთის მხრიდან ბირთვული შანტაჟის  საპასუხოდ განაცხადა, ბრიტანეთი ნატო–სთან კონსულტაციის გარეშე გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, თუ საჭირო გახდებაო. ამასობაში, ამერიკის კონგრესმა „ლენდ ლიზის“ პროგრამა დაუმტკიცა ჯო ბაიდენს და ამერიკა შეუზღუდავად გადასცემს  სხვადასხვა სახის იარაღს უკრაინას. ვითარება ძალიან იძაბება და უკვე ბევრი ამბობს, რომ ნატო ჩაერთვება ომში და რუსეთს დაარტყამს. ეს რამდენად მოსალოდნელია?

– პრაქტიკულად, ნატო უკვე ომობს რუსეთთან, ოღონდ, ჯერჯერობით, მინდობილობით. ანუ ნატო–ს, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის  მინდობილობით, უკრაინა ომობს. სიტუაცია გაირკვეა ორ–სამ კვირაში. ამ პერიოდში უკვე გარდატეხა მოხდება. თუ რუსეთმა მოახერხა და წინ წაიწია, ხარკოვი აიღო, მარიუპოლის ბედი თითქმის გადაწყვეტილია, აღებული აქვს, ლუგანსკისა და დონეცკის სრულად გაკონტროლებაც თუ შესძლო, მაშინ მკვეთრად შეიცვლება სიტუაცია. ასეთ შემთხვევაში, თვითმფრინავების მიწოდებაღა დარჩება ნატო–ს უკრაინისთვის. ამ ეტაპზე, დაშლილ თვითმფრინავებს აწვდიან და უკრაინაში აწყობენ. კი, ძველი,  საბჭოთა თვითმფრინავებიც მისცეს, მაგრამ ეგენი ნაკლებეფექტურია, ადვილად ჩამოაგდებენ რუსები. ეს ჰაუბიცები და ტანკები რომ მისცეს, ეს კარგია. „ლენდ ლიზის“ დამტკიცება  კი, ვფიქრობ, კარდინალურად შესცვლის ომის მიმდინარეობას. რაც ჩამოთვალე, მაგას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებას დავამატებ, რომ ყველაფერია მოსალოდნელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ  გაიმარჯვოსო. არ გამოვრიცხავ არაფერს. შესაძლოა, ნატო–რუსეთის  ცხელი ომიც დაიწყოს, რომელიც რაღაც ფორმით უკვე დაწყებულია. ჩვენს ტელევიზიებს რომ ვუყუროთ და ვუსმინოთ, ლამის უკვე ზეიმობენ უკრაინის გამარჯვებას. აცხადებენ, რომ უკრაინის გამარჯვებაში ეჭვი აღარ გვეპარებაო. კი, ამერიკის თავდაცვის მინისტრი ამბობს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოსო. ე.ი. დარწმუნებული არ არის, რომ გაიმარჯვებს. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრიც არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინა იმარჯვებს. მარტო ჩვენი ტელევიზიების დიქტორები, მათი ჟურნალისტების  მიერ მოწვეული „ექსპერტები“ არიან დარწმუნებულნი უკრაინის გამარჯვებაში. ცხადია, უკრაინას აქვს დიდი შანსი, რომ გაიმარჯვოს, დიდი ალბათობით, მეც ასე მგონია, მაგრამ ახლა ხელაღებით, დაბეჯითებით ამას ვერ ვიტყვი. უკრაინამ  რუსეთთან ომი რომ მოიგოს, ნატო–მ ყველა სახის იარაღი უნდა გადასცეს უკრაინას, რაც გააჩნია, ატომური ბომბის გარდა. ახლა დიდი ფული დასჭირდება უკრაინას. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, დანგრეული უკრაინის აღსადგენად 600 მილიარდი დოლარია საჭირო, ახლა კი, ომის პერიოდში, ჯარმა რომ იბრძოლოს, სახელმწიფომ იფუნქციონეროს და მშვიდობიან მოქალაქეებს, ვინც არ მუშობს, ვინც ამ დანგრეულ ქალაქებში იმყოფება, მათ საკვები და მედიკამენტები რომ არ მოაკლდეთ, ამისთვის თვეში 4–5 მილიარდი დოლარი სჭირდება. ეს პატარა თანხა არ არის. პრაქტიკულად, ეს არის მესამე მსოფლიო ომის ანონსი. თუ რუსეთმა უკრაინასთან ომში გაიმარჯვა, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება და თუ იქნება, მალე იქნება. შეიძლება, შენ კი არა, მეც მოვესწრო მესამე მსოფლიო ომს. აი, ამიტომ არის ნატო ასეთი მოწადინებული, რომ რუსეთი უკრაინაში გააჩეროს და დაამარცხოს. ლიზ ტრანსმა პირდაპირ განაცხადა, ღმერთმა ნუ ქნას, რომ რუსეთმა ეს ომი მოიგოს, მაშინ ჩვენ ევროპაში ჯოჯოხეთური ცხოვრება გვექნებაო. ნატო–ს  გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც ღიად თქვა, რუსეთი თუ უკრაინაში არ დამარცხდა, მაშინ ევროპაში დიდი ომი იქნებაო. უკრაინაში გამარჯვებული რუსეთი არ გაჩერდება. არ ვიცი, შემდეგი პოლონეთი იქნება, ბალტიისპირეთის ქვეყნები თუ ევროპის სხვა ქვეყანა, სადღაც აუცილებლად შეიჭრება და ომს დაიწყებს. თან თუ რუსეთმა გაიმარჯვა, უკრაინა ვეღარაფერს მიიღებს და მერე ზოგიერთი ქვეყანაც არაფრად ჩააგდებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, იარაღსაც მიაწვდიან და ყველაფერს, რაც დასჭირდება. ჩინეთი, მაგალითად…

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
ახალი ამბები

„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

17:38 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved