• რეკლამა
  • კონტაქტი
18:27, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უკრაინის საეკლესიო და რელიგიურ მდგომარეობაზე ხმას არავინ იღებს, არადა, ნახეთ, რა ხდება“ – რას ამბობს გიორგი ანდრიაძე

ალია ავტორი - ალია
21:03 05-01-2022
- ახალი ამბები, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,238

ნანა სულავა

„ალიას“ ესაუბრება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თეოლოგიის კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე, თეოლოგიის დოქტორი გიორგი ანდრიაძე.

– ბატონო გიორგი, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად მართლმადიდებელი უკრაინის საეკლესიო სივრცეში, ამაზე რატომღაც არავინ საუბრობს. რით ახსნით ამას?

– გეთანხმებით. უკრაინის საეკლესიო და რელიგიურ მდგომარეობაზე მართლაც ხმას არავინ იღებს და, თუ ვინმე ლაპარაკობს, საერთოდ გაურკვევლად. თავად უკრაინის ტელევიზიები არ აშუქებენ ამ თემას. არადა, ყველაზე საინტერესო სწორედ ისაა, რა მდგომარეობაა უკრაინაში ამ მხრივ. უკრაინაში არსებულ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ რუსულ ეკლესიას და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაა წლების განმავლობაში. თვითონ კიევშიც ომამდე ღიად მოქმედებდა მოსკოვის საპატრიარქო და მასში არა მარტო რუსი ეროვნების მრევლი იყო, არამედ ძალიან ბევრი უკრაინელიც. უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობა, ავტოკეფალია მიანიჭა კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ. ამის გამო მოსკოვის საპატრიარქოსთან მისი ურთიერთობა გაწყდა. რამდენიმე ბერძნულმა ეკლესიამ აღიარა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა. საქართველოს ეკლესიას კი არ უღიარებია უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა. ახლა, როდესაც ომია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, თუ რა ბედი ეწია მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ სამრეკლოებს. აი, ეს ფაქტი არცერთი ტელევიზიით, არც ქართული არხებით არ გახმოვანებულა. უკრაინაში მიმდინარე ომის ერთ-ერთი შედეგი იქნება ის, რომ უკრაინაში რელიგიური სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება.

– რას გულისხმობთ?

– თუ რუსეთმა უკრაინაზე გავლენა ვერ მოახდინა, თავისი მმართველობა არ გაავრცელა, თავისი მთავრობა არ დასვა კიევში, მაშინ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქო არსებობას შეწყვეტს, ანუ მოსკოვის პატრიარქის დაქვემდებარებაში მყოფ (მის მომხსენებელ) სასულიერო პირებს ყველაზე მინიმუმ უკრაინიდან განდევნიან, ხოლო თუ პუტინის მიზნები მიღწეული იქნება, მაშინ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია შეწყვეტს არსებობას. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უკრაინელი ერი ერთი ეკლესიის შვილი არ არის, როგორც ეს საქართველოშია. უკრაინელი მართლმადიდებლები ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ერთი სიტყვით, ყველანაირი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის ომის შესახებ, გარდა უკრაინის რელიგიური მდგომარეობისა.

–  რატომ ხდება ასე?

– იმიტომ ხდება, რომ მოსკოვის დაქვემდებარემაში მყოფი მღვდლები და მრევლი განიცდიან დევნას უკრაინის ხელისუფლებისგან და მებრძოლი უკრაინელებისგან და  ამ ინფორმაციის გავრცელება არ აწყობთ. საქართველოს ეკლესიის წინაშე დგას იმ საკითხების გათვალისწინება, რასაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქო აყენებს. საქართველოს ეკლესია თუ დღემდე თავს არიდებდა თავისი პოზიციის დაფიქსირებას, ახლა ალბათ უკვე კონსტანტინეპოლის მოთხოვნისთვის მკაფიო პასუხის გაცემა მოუწევს. უკრაინის ომმა მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში ძირეული ძვრები გამოიწვია. უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება უკვე ერთგვარ პოლიტიკურ საკითხად იქცა. აქამდე მას მხოლოდ მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროში კანონიკური დავის სახე ჰქონდა. საქართველოს ეკლესიის წინაშეც ძალიან სერიოზულ კითხვებზეა პასუხი გასაცემი. საქართველოში არსებული ანტიეკლესიური ძალები ამას ხელიდან არ გაუშვებენ და მორიგი ცილისმწამებლური კამპანიისთვის გამოიყენებენ. რთულია იმის პროგნოზი, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინაში საეკლესიო დაპირისპირება. ერთ მხარეს არის კონსტანტინეპოლის საპატრიარქო და მის მიერ შექმნილი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, მეორე მხარეს კი არის მოსკოვის საპატრიარქო და მის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინული ეკლესია. ამ ორივე ეკლესიას საერთაშორისო დონეზე ჰყავს თავისი მხარდამჭერები და შესაბამისად, უკრაინის საეკლესიო კრიზისი მსოფლიო დონეზეა გადაზრდილი.

– ჩვენი ეკლესია რა პოზიციაზეა?

– ჩვენს ეკლესიას არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, ვინაიდან საკუთარი პრობლემები აქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საიდანაც იძულებით არის გამოძევებული. ხოლო იქ ფაქტობრივად მოქმედებენ როგორც რუსეთის, ასევე საბერძნეთის ეკლესიის სასულიერო პირები.

– გამოდის, საბერძნეთის ეკლესია რუსეთს აქაც უპირისპირდება და უკრაინაშიც?

– დიახ, ეს დაპირისპირება გლობალურია და დიდი ხანია, არსებობს. ჩემი აზრით, კონფლიქტის მოგვარების ყველაზე ნეიტრალური ფორმა შეიძლება იყოს ასეთი: ის ეპისკოპოსები და სამრეკლოები, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში იყვნენ, ისინი ბუნებრივია, ამ ეკლესიის წევრები იქნებიან. ხოლო ვისაც სურს მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში დარჩნენ, მათ ეს უფლება უნდა მიეცეთ. ამდენად, უკრაინაში ერთდროულად იქნება ორი იურისდიქცია. ეს ზოგადად საეკლესიო კანონიკას არ შეესაბამება, მაგრამ იკონომიის (გამონაკლისი) პრინციპის მიხედვით შეიძლება დაშვებული იქნას, რათა არ იყოს დაპირისპირება და შფოთი ეკლესიაში, რომლის მთავარი პრინციპია ერთობა და მშვიდობა. ანუ მრევლს აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს, თუ რომელი ეკლესიის წევრი იქნება. ძალდატანებითი მომენტი ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელია. ამდენად, ძალით გავლენის თავს მოხვევა რომელიმე იურისდიქციისთვის წარმოუდგენელია და ძნელად მისაღწევი იქნება. ეს არის უკრაინელი ხალხის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ მას აქამდე ერთიანი ეკლესია არ ჰქონია. ამ გადასახედიდან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, თუ რა განძის მფლობელები ვართ ჩვენ, ქართველები, რომელთაც ორიათასწლოვანი ერთიანი ეკლესია გაგვაჩნია. სწორედ მან შექმნა ერთიანი ქართველი ერი და საქართველოს სახელმწიფო გვირგვინი დაადგა მრავალათასწლოვან ქართულ კულტურას. არადა, ამ ეროვნულ ინსტიტუტს ათეული წლებია ებრძვიან საქართველოში ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ სახელი გაუტეხონ მას საერთაშორისო დონეზე. ყველასთვის ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის პირველი დარტყმის ობიექტი სწორედ ეკლესია იყო,  მათ მიერ შეგზავნილი სასულიერო აგენტურა, სასულიერო პირები დღემდე დაუფარავად მოქმედებენ კათოლიკოს-პატრიარქის და მთელი ეკლესიის წინააღმდეგ. ამას ემსახურება ნაციონალების მიერ დაქირავებული ტელევიზიები. სწორედ იგივე პროცესი არის მოსალოდნელი უკრაინის საეკლესიო კრიზისთან დაკავშირებით. ნაციონალების ოფიციალური რუპორები, სხვადასხვა სასულიერო პირები სოციალურ ქსელში დიდი ხანია წერენ კომენტარებს, ვრცელ სტატიებს აქვეყნებენ საპატრიარქოს წინააღმდეგ. ფაქტობრივად, ნაცმოძრაობას ეკლესიაში ჰყავს თავისი გავლენის აგენტები, რომლებიც ძირს უთხრიან დედაეკლესიის ავტორიტეტს ჩვენს საზოგადოებაში…

თეგები: გიორგი ანდრიაძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved