• რეკლამა
  • კონტაქტი
16:49, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები მომზადდა

ალია ავტორი - ალია
18:06 05-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
881

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმების დაწესებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებების ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა”.

პროექტის მიხედვით, ამკრძალავი ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია” ან „დგომა აკრძალულია” მოთხოვნის დაუცველობა, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 50 ლარის ოდენობით. ცვლილებების გათვალისწინებით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE”) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრული ან დაშვებული კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ასევე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას – 50 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით.

ასევე ცვლილებები ეხება არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, ეს ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.

პროექტით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების სახეობის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა – 50 ლარიან ჯარიმას.

ზემოთ აღნიშნულია გარდა, საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ ადგილას მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ავტომობილიდან გადმოსხდომის მიზნით იმოძრაონ ან გაჩერდნენ. ამასთანავე, ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში კი, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
როუმინგ პასი
ახალი ამბები

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!

12:07 06-10-2026
ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved