• რეკლამა
  • კონტაქტი
08:51, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოპასნოეში რუსებმა საევაკუაციო ავტობუსები დაცხრილეს, რომლებშიც 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა

ალია ავტორი - ალია
13:16 04-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
237

პოპასნოეში რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ავტობუსები დაცხრილეს. 50-მდე მოქალაქე დაბომბილი ქალაქიდან გამოსვლას ცდილობდა, თუმცა რუსებმა კვლავ დაარღვიეს სიჩუმის რეჟიმი და ცეცხლი საევაკუაციო დერეფნების მიმართულებით გახსნეს.

“სიჩუმის რეჟიმის” დარღვევის შესახებ ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაცია ადასტურებს. დაჭრილებსა და გარდაცვლილებზე დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქიდან გუშინ ღამე დაიწყო. მანამდე 2 ავტობუსი გამოვიდა ქალაქიდან და ევაკუაცია 31-მა ადამიანმა შეძლო.

ცნობისთვის, უკრაინაში სასტიკი ომის 66-ე დღეს პუტინის საოკუპაციო არმია კვლავ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს. ინტენსიური დარტყმის ქვეშ მოყვა ხარკოვი.16-ჯერ მიიტანეს იერიში ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქზე. განადგურებულია რამდენიმე სოფელი. რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს ოდესის მიმართულებით, რომელთა განეიტრალებაც უკრაინამ შეძლო. უმძიმესი მდგომარეობაა მარიუპოლში. ალყაშემორტყმულ ქალაქში ამ დრომდე მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფაა. შეტაკებები გრძელდება აზოვსტალშიც. ქარხნის ტერიტორიაზე შეღწევას რუსეთის საოკუპაციო ძალები გასულ ღამესაც ცდილობდნენ. კიევის ოლქში კი ახალი სამარხები აღმოაჩინეს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, საფლავში 900-მდე ცხედარია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
ახალი ამბები

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

14:51 11-25-2026
წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს
ახალი ამბები

წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს

09:00 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved