• რეკლამა
  • კონტაქტი
14:45, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა – 15:00 საათზე, პარლამენტთან ერთობლივი განცხადება გაკეთდება

ალია ავტორი - ალია
13:13 04-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ის დახმარების გარეშე ვეღარ გადაადგილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ვეღარ მოახერხებს სასამართლო პროცესებზე დასწრებას, ასევე, ციხეში პაემნების ოთახში გასვლას.

ამასთან დაკავშირებით დღეს, პარლამენტის შენობასთან, 15:00 საათზე, სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენელი მედიკოსები, ასევე, მესამე სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბებიან. ისინი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მიხეილ სააკაშვილის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბრობს ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი. ის მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ საქართველოს ფარგლებს გარეთ, რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანას ითხოვს და ამბობს, რომ დრო სულ უფრო ცოტა რჩება.

“არცერთ ეტაპზე არ იყო სამედიცინო დიაგნოსტიკა და მკურნალობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი, რამაც გამოიწვია მისი მდგომარეობის დამძიმება და გართულება. 30 დეკემბრიდან მიმართული გვაქვს მათ შორის ჰოლანდიელი ექიმის, ექსპერტის ჩართვის თაობაზე და დღემდე არ მიგვიღია პასუხი. მოხდეს სასწრაფოდ გაყვანა მულტიპროფიულ კლინიკაში რათა ინტენსიური თერაპია იქნას ჩატარებული. მას ამ ეტაპზე ესაჭიროება ინტენსიური თერაპია და ამასობაში, მოძიებული უნდა იქნას კლინიკა, სადაც მოხდება მისი შესაბამისი მკურნალობა და რეაბილიტაცია”, – თქვა ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

მოსალოდნელ საფრთხეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ:

“რეგრესი მიმდინარეობს ჯანმრთელობის მდგომარეობის. ეს აღნიშნა სახალხო დამცველმა თავის ექვსივე დასკვნაში და ეს არის ემპათიის ყველა დასკვნაში აღნიშნული. არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში და მიმდინარე მდგომარეობის არაკორექციის შემთხვევაში, მდგომარეობა დამძიმდება და სადამდე მიგვიყვანს ეს, ესეც წერია კლინიკურ ისტორიაში. კარგად ჩაიხედონ ვინც თქვა, რომ მისი მდგომარეობა არის სტაბილურად კარგი”, – თქვა მან.

შექმნილი ვითარების მიუხედავად, მმართველი გუნდი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო დახმარებას უწევენ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved