• რეკლამა
  • კონტაქტი
09:53, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ცივ ქვაზე არ დაჯდე, საკვერცხის ანთება დაგემართება“ ან „შვილი არ გეყოლება“ – რას წერს ინფექციონისტი ?

ალია ავტორი - ალია
20:52 04-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
680

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფეისბუქზე წერს:

 

“კიდევ ერთხელ მინდა შევეხო „გაცივების“ თემას.

ადამიანები უამრავ ინფექციურ დაავადებას უკავშირებენ გაცივებას, მაგალითად, არაერთხელ გაგვიგია:
„სველი თმით არ გახვიდე, მენინგიტი დაგემართება“,
„ორპირში ნუ ხარ, მენინგიტი დაგემართება“,
„გავცივდი და შარდის ბუშტის ანთება დამემართა“
“ფეხები გაუცივდა და საკვერცხის ანთება დაემართა“
„ცივ ქვაზე არ დაჯდე, საკვერცხის ანთება დაგემართება“ ან „შვილი არ გეყოლება“
„ვირუსი არ მაქვს, გაციებული ვარ და იმიტომ მახველებს (ან სურდო მაქვს)“
და ა.შ.
სინამდვილეში, ეს ყველაფერი ძირითადად ინფექციურ დაავადებებს უკავშირდება. რაც შეეხება „საკვერცხის ანთებას“, როგორც წესი, ტკივილი დაკავშირებულია მცირე მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებთან, საკვერცხის კისტასთან, მენსტრუალურ ტკივილთან და ა.შ. და „ფეხების გაცივება“ ან ცივ ქვაზე ჯდომა არაფერ შუაშია.
შარდის ბუშტის ანთება კი ჩვვეულებრივი ინფექციური დაავადებაა. თუმცა ცივ ამინდში გახშირებული შარდვა ჩვეულებრივი ამბავია და აუცილებლად „შარდის ბუშტის ანთებას“ სულ არ ნიშნავს. ეს ორგანიზმის გარკვეული დამცველობითი რეაქციაა. და აქვე ვიტყვი, წყლის სმა ცივ ამინდშიც მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ზაფხულში.
მენინგიტს იწვევს სხვადასხვა ვირუსი, ბაქტერია ან პარაზიტი. ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, მენინგოკოკი), შეიძლება გადამდები იყოს და ამას ორპირ ქართან, სველ თმასთან ან კონდიციონერთან საერთო არაფერი აქვს.
რაც შეეხება სასუნთქი გზების სიმპტომებს, ანუ რასაც ხალხი „გაცივებას“ უწოდებს, ესეც, როგორც წესი, ვირუსულ ინფექციებთან არის დაკავშირებული და ადამიანი ამ დროს გადამდებია. ყველაზე ხშირად „გაცივებას“ რინოვირუსები და ადენოვირუსები იწვევს.
მოკლედ, ტერმინებს დიდი მნიშვნელობა მართლაც არა აქვს, უბრალოდ, ეს ყველაფერი იმ მხრივ არის საყურადღებო, რომ თუ ჩვენი ავადმყოფობის მიზეზს სწორად არ შევაფასებთ, ვერც სწორი მიმართულებით პროფილაქტიკას და მკურნალობას მივმართავთ და ასევე, ზოგ შემთხვევაში, გულწრფელად გვეგონება, რომ გარშემყოფებს არ ვუქმნით საფრთხეს, რადგან ეს ყველაფერი სიცივის ბრალია და არა ინფექციის.”
თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved