გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში კიევის რეგიონში, რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქებს ეწვია. ის ჩავიდა ბოროდიანკაში, სადაც საჰაერო დარტყმებისა და დაბომბვების ზარალი კარგად ჩანს. მან ნახა ცენტრალურ ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევები.
გუტერეშმა თქვა, რომ როცა დანგრეულ შენობებს ხედავს, წარმოიდგენს მის ოჯახს ერთ-ერთ სახლში, რომელიც ახლა შავი და დანგრეულია, ხედავს მის შვილიშვილებს, რომლებიც პანიკაში არიან და გარბიან.
“ომი აბსურდია 21-ე საუკუნეში – ომი ბოროტებაა და როცა ამ სიტუაციებს ვხედავთ, რა თქმა უნდა, ჩვენი გული რჩება მსხვერპლებთან, ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს. მაგრამ ჩვენი ემოციები – არ არსებობს, რომ ომი მისაღები იყოს”, – თქვა მან.
კომენტარები