• რეკლამა
  • კონტაქტი
01:52, ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ახალი სისხლისმღვრელი ომი შეიძლება, უნდოდეთ არესტოვიჩს, სააკაშვილს, სხვებს, მაგრამ ასეთი სცენარი აბსულუტურად გამორიცხულია – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
11:49 04-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ არის „ომის პარტია“ და არესტოვიჩის მეშვეობით ეს დაადასტურა უკვე ოფიციალურმა კიევმა.

კობახიძის განმარტებით, ამის გაგრძელება იყო შემდეგი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თურმე ახლა ომით უნდა იბრუნებდეს ცხინვალსა და სოხუმს.

კობახიძე ამბობს, რომ საქართველოსთვის ომის შედეგები იქნება ბევრად მძიმე, ვიდრე დღეს აქვს უკრაინას.

„ჯერ მოვისმინეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელიც ომში შეიყვანდა საქართველოს. ეს არესტოვიჩმა განაცხადა. შესაბამისად, ეს არის, რა თქმა უნდა, ოფიციალური კიევის პირით გაცხადებული პოზიცია. ვეთანხმებით ამაში, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია, რაც დაადასტურა უკვე ოფიციალურმა კიევმა პრაქტიკულად არესტოვიჩის პირით. ამის გაგრძელება იყო შემდეგი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თურმე უნდა იბრუნებდეს ახლა ომით ცხინვალსა და სოხუმს. აქ მნიშვნელოვანია ორი რამ, ერთი – ზოგადად რა შედეგებს მოუტანს თეორიულად ნებისმიერი ომი საქართველოს, ეს ყველასთვის უნდა იყოს ცხადი. ეს შედეგები იქნება ბევრად მძიმე, ვიდრე დღეს აქვს უკრაინას. წარმოიდგინეთ, კატასტროფაზეა საუბარი. დღეს რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით ყოველი მესამე უკრაინელი უკვე თავის საცხოვრებელ ადგილზე არ ცხოვრობს. წარმოიდგინეთ, რამხელა ჰუმანიტარულ კატასტროფაზეა საუბარი. 45-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა, რაზეც საუბრობენ საერთაშორისო ინსტიტუტები, ქალაქების განადგურება და ა.შ. უამრავი მსხვერპლი, რომელიც მოჰყვა ამ ომს. წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოუწოდებენ, ჩაერთოს ომში, უნდათ ეს ყველაფერი და ამაზე მეტი საქართველოში, სრული ჰუმანიტარული კატასტროფა, ეკონომიკური, პოლიტიკური კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. მეორე – როდესაც საუბარია სამხედრო გზით სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე, მინდა, შეგახსენოთ, რომ თუ ასეთი რამ თეორიულად ხდება, ასეთ შემთხვევაში შენ გიწევს ბრძოლა არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ გიწევს სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, რაც სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა, ბუნებრივია, ასევე პროვოცირებით და ძალიან მძიმე პროცესები უძღოდა ამას წინ. უამრავი გამყიდველი იყო მაშინაც საქართველოში და საქართველოს გარშემო. ასეთი რამ გვქონდა ჩვენ 30 წლის წინ. 30 წლისთავზე ჩვენ იგივეს ვერ გავიმეორებთ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული ჩვენი ისტორიის, ქართველი ხალხისა და მომავალი თაობების წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი სისხლისმღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ.

„ შეიძლება, ეს უნდოდეთ არესტოვიჩს, სააკაშვილს, სხვებს, მაგრამ ეს არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ ჩვენ, ასეთი სცენარი არის აბსილუტურად გამორიცხული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved