• რეკლამა
  • კონტაქტი
01:33, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცხენების სექსი” პროკურორმაც მიიჩნია მტკიცებულებად და მოითხოვა მისი დასაშვებობა” – რა მოხდა სასამართლოზე? – ზურაბ თოდუა

ალია ავტორი - ალია
00:11 04-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,347

ადვოკატი, ზურაბ თოდუა:

“კურიოზებს სასამართლოში რა გამოლევს, აი ეს მაგარია. მხოლოდ იმდენი ნიჭის პატრონი არა ვარ წერილობით გადმოვცე ის რაც ამ დროს სასამართლო დარბაზში ხდებოდა.
რიკოთს აქეთა ერთ-ერთ სასამართლოში გაუპატიურების საქმეზე ვიცავ ერთ ცალფეხა მოხუცს. პროკურორი გაჭედილია იმდენად, რომ აღარ იცის რა გამოსავალი იპოვოს. ჰოდა, პროცესამდე იბარებს მის მოწმეებს და ათასი სისულელით უტენის თავებს. ასე დატრეინინგებულები კი ისე იბნევიან დარბაზში, რომ . . .. აი პაჟალუსტა
პროკურორის კაბინეტიდან გამოსული ერთი ქალბატონი ყვება სასამართლო დარბაზში (უნდა თქვას, რომ მოხუცს შვილიშვილი ეჯდა კალთაში, საჭესთან და დაინახა როგორ გადმოსვა ხელში აყვანილი ბავშვი მანქანიდან. აიჭრა დატრეინინგებული და თანაც როგორ, როდესაც ვკითხე ყავარჯნები თუ ნახე მეთქი . . მიპასუხა საღ-სალამათი იდგაო და ბავშვიც ხელში ეჭირაო საჭიდან გადმოსულსო. ამ დროს, ამ ბრალდებულს ერთ-ერთი ფეხი საზარდულთან ამპუტირებული აქვს 28 წელიწადია და ორივე ყავარჯნის გარეშე ვერ დგება ფეხზე).
აი, მეორე ნატრინინგარი კი საერთოდ პარადოქსია – ირწმუნებოდა, რომ სპეციალისტია ვიდეო-ფონო მასალებში. ბრალდებულის ტელეფონში რამდენიმე ვირუსული ფოტოა ნაპოვნი, სადაც ასახულია ცხენის შეჯვარების სცენა. ჰოდა, ამ ჭკუისკოლოფამ ეს სცენა მიიჩნია ისეთ მტკიცებულებად, რომელიც ამყარებს პროკურორის ვერსიას გაუპატიურებაზე და აღწერა – ამ და ამ ფაილში ასახულია „ცხენების სექსი“. უბედურება ეს მხოლოდ არააა – „ცხენების სექსი“ პროკურორმაც მიიჩნია მტკიცებულებად და მოითხოვა მისი დასაშვებობა. კიდევ უფრო მეტი უბედურებაა, რომ სასამართლომაც გაიზიარა ასეთი რედაქცია.
სხდომაზე, ეს ყველაფერჩიკა მოწმე მივიყვანე იმ კონდიციამდე, რომ ვათქმევინე მისი კომპეტენცია სექსიდან შორსაა. თანაც კიდევ ერთხელ (აი უკვე რამდენი ხანია ვამტკიცებ ამ რაიონში) ავუხსენი, რომ სექსი ცხოველებს არ აქვთ და ის, რასაც იგი სექსს ეძახის, მხოლოდ შეჯვარებაა, რასაც ცხოველები ინსტიქტით აკეთებენ და ემსახურება მხოლოდ გამრავლებას. სექსი მხოლოდ მაღალგანვითარებულ ბიოლოგიურ არსებას – ადამიანს აქვს, როდესაც ისინი ამას აკეთებენ არა მხოლოდ გამრავლების დანიშნულებით არამედ სიამოვნების მისაღებად.
ასეთი განმარტების გამო (ისე, ცოტა ემოციებიც ვერ მოვთოკე, უნდა ითქვას) – დამაჯარიმეს.
აუცილებლად გავასაჩივრებ მანამ სანამ არ შევიტან შესაბამის განათლებას ასეთი ტრეინინგების მატარებელ ტრენერებში.”
თეგები: ზურაბ თოდუასასამართლო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved