ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ინფორმაციას რუსული მედია აშშ-ის ხაზინის ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა დღეს შავ სიაში შეიყვანა სუბიექტები და ფიზიკური პირები, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილების მცდელობებში, “, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტშია აღნიშნული, ტრანსკაპიტალბანკი, 40-ზე მეტი ფიზიკური პირი და ორგანიზაციის გლობალური ქსელი მოხვდა შავ სიაში, რომელსაც სავარაუდოდ ოლიგარქი კონსტანტინე მალოფეევი აკონტროლებს.
ასევე, აშშ-ის სანქციების სიაში შეყვანილია 16 პირი, რომელიც დაკავშირებულია, აშშ-ს ადმინისტრაციის ცნობით, რუსულ ბანკ „ოტკრიტიესთან“.
კომენტარები