გუშინ, ხულოს სოფელ ბეღლეთში უბედური შემთხვევა მოხდა, ბაბუა და სამი წლის შვილიშვილი ტრაქტორით ხევში გადაცვივდნენ.
მცირეწლოვანს დაზიანებები მიღებული აქვს თავის არეში. ის გვიან ღამით ბათუმიდან თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.
რაც შეეხება ბაბუას, რომელიც ტრაქტორს მართავდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარები