ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში იმყოფება. ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდა. „დღეს კიევში. თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში“, – წერს შარლ მიშელი.
კომენტარები