ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Stellantis-ი ლოგისტიკური სირთულეებისა და მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის ქარხანაში წარმოებას აჩერებს. კომპანიას მეორე იაპონურ ავტომობილების მწარმოებელ გიგანტთან, Mitsubishi-თან ერთად კალუგაში, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფურგონების მწარმოებელი ქარხანა აქვს, სადაც წარმოება აპრილის დასაწყისში შეჩერდა.
მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ავტომობილების მწარმოებელი კომპანია, რომელიც რუსეთში ამზადებდა და ყიდდა Peugot, Citroёn, Opel, Jeep და Fiat-ის ბრენდებს, ქვეყნის ავტომობილების ბაზრის 1%-ს შეადგენს.
კომპანიას წარმოების გაგრძელებით სანქციების დარღვევა არ სურს. ასევე, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თანამშრომლები”. – ნათქვამია Stellantis-ის განცხადებაში.
Stellantis-მა რუსეთთან საექსპორტო და საიმპორტო ბიზნესი უკვე შეაჩერა და წარმოება დასავლეთ ევროპაში გადაიტანა. კომპანიის განცხადებით, ისინი რუსეთში ინვესტიციებს აღარ გეგმავენ, ხოლო კალუგას ქარხანა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის გაყიდვებისთვის რჩება.
კომენტარები