• რეკლამა
  • კონტაქტი
18:51, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინს ომის გაგრძელება სურს და მასთან საუბარი დროის კარგვაა – იტალიის პრემიერ-მინისტრი

ალია ავტორი - ალია
18:34 04-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
274

ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელება სურს და არ უნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა. რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი კი დროის ფუჭად კარგვაა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ – მინისტრმა მარიო დრაგიმ პორტალ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტები პრემიერისგან დაინტერესდნენ, პუტინთან მისი სატელეფონო საუბრის დროს, იყო თუ არა შესაძლებელი დიპლომატიური გზით შეეჩერებინათ პუტინი, პრემიერ – მინისტრმა განაცხადა:

„სატელეფონო საუბრისას ვუთხარი, რომ მშვიდობაზე საუბრისთვის ვურეკავდი. ვკითხე: „როდის ხვდებით ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ გადაწყვეტილების პოვნა“. მან მიპასუხა: „დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა“. მე დაჟინებით ვთხოვდი: „მიიღეთ გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ და კვლავ მიპასუხა: „დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა“, – განაცხადა დრაგიმ.

მისი თქმით, ამის შემდეგ, პუტინი ელაპარაკა რუსულ გაზზე რუსული რუბლით გადახდის შესახებ, რომელზეც გადაწყვეტილება იმ დროისთვის ჯერ არ იყო მიღებული.

„ვფიქრობ, რომ მართლები არიან ისინი, ვინც ამბობს, რომ მასთან უსარგებლოა ლაპარაკი. ეს უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა. ყოველთვის ვიცავდი მაკრონს და განვაგრძობ იმის მტკიცებას, როგორც ევროკავშირის ქვეყნის პრეზიდენტი, ის მართალია, როდესაც ცდილობს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა დიალოგისთვის. თუმცა, მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ომის საშინელება, რაც გაუკეთეს ბავშვებსა და ქალებს, აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული სიტყვებზე და განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე“ , – განაცხადა იტალიის პრემიერ – მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved