რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის ოდენობას 40-ჯერ ზრდის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის ოდენობას 40-ჯერ ზრდის.
ხელმოწერილი კანონის მიხედვით, მატარებლების ვაგონის გარეთ, მათ შორის სახურავებზე და გარდამავალ ბაქნებზე უბილეთოდ მგზავრობისთვის ფულადი ჯარიმა იზრდება და 4 000 რუბლი ხდება.
რუსეთში ბოლო დროს ფართოდ გავრცელდა მატარებლების გარე ნაწილზე უკანონო მგზავრობა.
რუსი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ მგზავრობის ეს მეთოდი როგორც თავად სამართალდამრღვევების, ისე ტრანსპორტის სხვა მომხმარებლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებს.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები