32 წლის ოლივია დაბროვსკა, რომელიც სტივენ სპილბერგის ოსკაროსან ფილმში “შინდლერის სია” მცირეწლოვანი წითელპალტოიანი გოგოს როლს ასრულებს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პოლონეთში ჩასულ უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.
როგორც ოლივიას Instagram-ის გვერდიდან ჩანს, ახალგაზრდა ქალი ქალაქი კრაკოვიდან პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ჩავიდა და უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად შექმნილ ერთ-ერთ მოხალისეთა ჯგუფს კოორდინირებას უწევს. ის უკრაინელ ლტოლვილებს ომის დაწყების პირველივე დღეებიდან აქტიურად ეხმარება. ერთ-ერთ ბოლო პოსტში, რომელიც ოლივიამ გუშინ გამოაქვეყნა, ის მოხალისეთა ჯგუფთან ერთად კროშჩიენკო-სმოლნიცას საზღვართან ახლოს, ქალაქ ლოდინაში იმყოფება.
კომენტარები