შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.
დელეგაციაში არიან “ოცნებიდან” შალვა პაპუაშვილი, დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია; ოპოზიციიდან – ლევან იოსელიანი (მოქალაქეები); ანა ნაცვლიშვილი (ლელო); ვახტანგ მეგრელიშვილი (გირჩი); ხათუნა სამნიძე (რესპუბლიკური პარტია); გიორგი ხოჯევანიშვილი (საქართველოსთვის);
საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის პარალელურად, საქართველოს სუს-მა გამოძიება დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე, რასაც დღეს გია ვოლსკი ამტკიცებდა. სუს-ის განცხადებით, გამოძიება 2 დღის წინ დაიწყო.
კომენტარები