რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს ჯერსის სასამართლომ $7 მილიარდის ღირებულების ქონება დაუყადაღა, – ამის შესახებ BBC წერს.
პოლიციამ გაჩხრიკა შენობები, რომლებზეც ეჭვობდნენ, რომ უკავშირდებოდნენ აბრამოვიჩის ბიზნესსაქმიანობას კუნძულზე.
მილიარდერი არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებულ პირთა შორისაა. მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრაა.
სანქციებისგან თავის ასარიდებლად, ბიზნესმენთან დაკავშირებული სუპერიახტების ნაწილი, რომელთა საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარია, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის მიღმა, სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
მარტის დასაწყისში, რომან აბრამოვიჩმა თქვა, რომ „ჩელსის“ გაყიდის, ხოლო კლუბის გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას მოხმარდება.
კომენტარები