• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი დღეიდან ამოქმედდა

ალია ავტორი - ალია
12:08 04-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
240

რუსთავის მერის ინიციატივით, რუსთავ-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის გაძვირებიდან მეორე დღესვე, დედაქალაქის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები დაინიშნა. მერიის ეს გადაწყვეტილება კერძო სატრანსპორტო კომპანია „ინტერტრანსის“ მხრიდან მგზავრობის ღირებულების თვითნებურად გაზრდას მოჰყვა.

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული რუსთაველების ინტერესები და მგზავრთა გადაყვანის სერვისის გაუმჯობესება ძალიან სწრაფად მოხდება.

,, გუნდმა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით ივლის M3 კატეგორიის ავტობუსები. ჩვენ მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის შექმენით ალტერნატიული გადაადგილების საშუალება. სტუდენტებისთვის მგზავრობის ფასი 50 თეთრია, სტანდარტული ტარიფი კი 1,50 თეთრი. პარალელურად დავიწყეთ და ვაგრძელებთ სამართლებრივი პროცედურები ,,ინტერტრანსთან“ მიმართებაში. გუშინ გვქონდა მათთან შეხვედრა და დავაჯარიმეთ კომპანია. დარღვეულია სახელშეკრულებო პირობების რამდენიმე მუხლი, ჩვენ მათთან რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კომპრომისამდე მივიდეთ. მანამდე რუსთავი-თბილისის მიმართულებით იმოძრავებს კომფორტული, თანამედროვე და ევროპული სტანდარტების ავტობუსები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერის თქმით, ავტობუსები რუსთავის გასასვლელიდან ისნის მეტრომდე 20 წუთიანი ინტერვალით მოემსახურება მგზავრებს.

,,ეს არის მარშრუტი, რომელიც დამტკიცებულია თბილისის საკრებულოს მიერ, იმ დროს როდესაც მე ვიყავი საკრებულოს წევრი. ავტობუსები იმოძრავებს რუსთავის გასასვლელიდან ისნის მეტრომდე. ეს არის მაქსიმუმი რისი გაკეთებაც ჩვენ ამ ეტაპზე შეგვეძლო გაგვეკეთებინა რუსთაველებისთვის. ჩვენ დღეიდან დავიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რომ ეს მუნიციპალური სერვისი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.“, – განაცხადა რუსთავის მერმა.
პირველი ავტობუსით, დღეს დილით სტუდენტებთან და სხვა მგზავრებთან ერთად, ქალაქის მერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმაც იმგზავრეს.

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე მყისიერად მოხდა რუსთაველებისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან, ალტერნატიული ტრანსპორტის შეთავაზება. როგორც ვიცი, რუსთავის მერიას კომპანია ,,ინტერტრანსთან“ დაწყებული აქვს სამართლებრივი პროცედურები სახელშეკრულებო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით და დააჯარიმა კიდეც. ეს პერიოდი ავტობუსები იმოძრავებს სატესტო რეჟიმში და მას შემდეგ, რაც მოხდება მგზავრთა ნაკადის დათვლა, ყოველდღიურად შევეცდებით, რომ გავაუმჯობესოთ ეს სერვისი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

პირველ ეტაპზე ავტობუსები რუსთავის გასასვლელიდან, ისნის მეტროს მიმართულებით იმოძრავებენ და მგზავრობის ღირებულება „ინტერტრანსის“ ფასზე თითქმის ორჯერ ნაკლები- 1.50 ლარი იქნება. შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც რუსთავიდან თბილისამდე მგზავრობაში მხოლოდ 50 თეთრს გადაიხდიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved