• რეკლამა
  • კონტაქტი
05:43, შაბათი, 25 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროექტის – #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა

ალია ავტორი - ალია
18:35 03-26-2020
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

პროექტის – #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ლეპტოპები შეიძინა. პირველ ეტაპზე, ლეპტოპები თიბისის პარტნიორ სასწავლებლებს – თავისუფალ, კავკასიის, ევროპის, ქართულ-ამერიკულ და შავი ზღვის უნივერსიტეტებს, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) გადაეცემათ. სწავლის დასრულებამდე აღნიშნული ტექნიკით სულ 161 სტუდენტი ისარგებლებს.

ამ ინიციატივისთვის ის სტუდენტები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც, ოფიციალური მონაცემებით, პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობენ და რომელთა სასწავლო პროცესი ამ მიზეზის გამო შეფერხების წინაშე დადგა. შერჩეული ახალგაზრდების უმრავლესობა, უნივერსიტეტის დაფინანსებით და საგრანტო პროგრამით სწავლობს და წარმატებული სტუდენტია.

„კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ დისტანციურად სწავლის გაგრძელებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა სტუდენტს შეუფერხებლად მიეცეს. აღნიშნული ინიციატივა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. პირველ ეტაპზე კი თიბისის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების საჭიროებები დავაკმაყოფილეთ.“ – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

პროგრამა – „თიბისი შენთვის“ საქართველოს მოსახლეობის მხარადსაჭერად შეიქმნა და ის COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ სხვადასხვა პროექტს და პარტნიორებთან კოლაბორაციებს გააერთიანებს.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის გამოიყოფა, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური  განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესებისთვის.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved