• რეკლამა
  • კონტაქტი
07:03, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო

ალია ავტორი - ალია
10:20 04-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდის“ გამოყენება დაიწყო და ერთეული პაციენტები მკურნალობენ.

როგორც გაბუნია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, პაციენტი მედიკამენტს თავდაპირველად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იღებს.

ამასთან, გაბუნია განმარტავს, რომ თუ პაციენტს წამლის მიღებისას დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, კლინიკის ექიმი შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას, კერძოდ, გააგრძელოს თუ არა მან მედიკამენტის მიღება.

“პაქსლოვიდის“ გამოყენება გასულ კვირას დაიწყო. ჯერ ერთეული პაციენტია, რომელიც მედიკამენტს იღებს. მედიკამენტს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ ოჯახის ექიმი ნიშნავს. პროტოკოლში გამოყოფილია კრიტერიუმები, რომლებიც პროგნოზულ რისკებზე მიუთითებს.

მაღალი პროგნოზული რისკის პაციენტებში, რომლის მდგომარეობაც მსუბუქია ან საშუალო სიმძიმის, ამასთან დიაგნოზის დადგენიდან არ არის გასული 5 დღეზე მეტი, ამ შემთხვევაში ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ “პაქსლოვიდი” დაუნიშნოს პაციენტს.

მოგეხსენებათ, საბედნიეროდ, შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ამდენად, ამ პერიოდში მცირე რაოდენობის პაციენტს დასჭირდა მედიკამენტი. „პაქსლოვიდი“ ბინაზე მიაქვს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მიერ მობილიზებულ სატრანსპორტო საშუალებას. მას მიჰყვება ექიმი ცენტრალური ონლაინ კლინიკიდან. პირველ მიღებას პაციენტი ექიმის თანდასწრებით ახორციელებს, შემდეგ უკვე პაციენტი დეტალურ ინსტრუქციას იღებს თუ როგორ უნდა გააგრძელოს მედიკამენტით მკურნალობა.

თავდაპირველად ექიმს 2 დღის დოზა მიაქვს, შემდეგ კი დარჩენილი 3 დღის, იმისთვის, რომ 5 დღის დოზა სრულად მიიღოს. ამ დოზების გაყოფის მიზანია ის, რომ მედიკამენტის გამოყენება ეფექტურად მოხდეს და დანაკარგები მინიმალური იყოს. ამასთან, შუა პერიოდში ექიმთან საფუძვლიანი ინტერაქციის შესაძლება ჰქონდეს, ნახოს როგორ მიმდინარეობს მკურნალობა.

წამლის მიღებამდე პაციენტის მდგომარეობას დამატებით აკონტროლებს ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმი. მნიშვნელოვანია წამლის დოზის გამოტოვება არ მოხდეს და ყველა დოზა მიიღოს.

თუ ისე მოხდა, რომ პაციენტს წამლის მიღებისას დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, უკვე ჰოსპიტლის ექიმი შეაფასებს მდგომარეობას, კერძოდ, გააგრძელოს თუ არა მედიკამენტის მიღება. ჯერ ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”,- განმარტავს გაბუნია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved