• რეკლამა
  • კონტაქტი
17:49, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ უკრაინა ერთ სიტყვას მაინც წაიღებს უკან, პაპუაშვილი უხელმძღვანელებს დელეგაციას” – მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
16:57 04-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
308

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობიდან უკრაინაში ჩასვლის პრობლემა “არავის აქვს”. მისი თქმით უმრავლესობა მზადაა, “როცა პროტოკოლურად შეთანხმდება საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა”, რამდენიმე დეპუტატი წავიდეს უკრაინაში და “გამოთქვას დამატებით კიდევ ერთხელ სამძიმარი”.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ბუჩაში ვიზიტს, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს დამატებით პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია. ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის თქმით, მმართველ გუნდს შალვა პაპუაშვილის წერილის არცერთ პუნქტზე არ მიუღია უკრაინის ხელისუფლებისგან პასუხი.

“რატომ დაგვაბრალეს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ამ კონკრეტულ მოცემულობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთთან რძესა და ყველზე. რატომ დაგვაბრალეს იარაღის კონტრაბანდა, რატომ გაიწვიეს ელჩი, მაშინ როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა. ამ პასუხებზე იქნება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დამოკიდებული” – ამბობს მდინარაძე.

ქართული ოცნების ლიდერის თქმით, “თუ ჩვენ მივიღეთ პასუხები და ობიექტურად დავრწმუნდებით, მივიღებთ რეალურ პასუხს, შეურაცხყოფაზე პასუხს მივიღებთ, ამ შეურაცხყოფის ელემენტარულად უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც მივიღებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის, საპარლამენტო დელეგაციას ჩაუდგეს სათავეში”.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შალვა პაპუაშვილის იზოლაციის ვადა სამ დღეში დასრულდება.

“არანაირი პრობლემა არ აქვს წასვლაზე, არც არასდროს ჰქონია, მიუხედავად იმ უამრავი ბინძური სპეკულაციისა, რაც ამ დღეებში მოვისმინეთ, ამ შემთხვევაში დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მასში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.”

“ან პასუხი რა იქნება… ნუ ვიმარჩიელებთ წინასწარ… ეს საერთოდ უპასუხობა იქნება, დაიგნორება იქნება ამ კითხვების, შეურაცხყოფის დაიგნორება და გატარება იქნება, ან თუნდაც, ღმერთმა არ ქნას და გამძაფრება იქნება იმისა, რაც საქართველოს დააბრალეს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება. არ შეიძლება, იმ ფონზე, რაც ხდება, ჩვენ კითხვებიც არ გვქონდეს და ასე უაპელაციოდ რაღაცა გადაწყვეტილებას ვიღებდეთ” – თქვა მდინარაძემ.

 

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved