• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ელჩის ინფორმაციით, უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა

ალია ავტორი - ალია
16:34 04-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
590

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ ზაქარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, დაშავებულებს კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება გუშინ, ხარკოვის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებებისას მოკლულ ორ ქართველ მებრძოლს, საელჩოს ცნობით, ცხედრები ამ დროისათვის ისეთ ტერიტორიაზეა, საიდანაც მათი სამშობლოში გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.

ზუსტად ვერ გეტყვით, როდის მოხდება უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის მოხერხდება ცოტა უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ცხედრების. შესაბამისად იმის მიხედვით დალაგდება დანარჩენი მარშრუტი. ამიტომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. რამდენადაც ვიცით, მათი თანამებრძოლები ცდილობენ გამოყვანას, სადაც უკვე ჩაერთვება შესაბამისი სამსახური და წამოიყვანს საქართველოსკენ. ვიდრე არ იქნება გამოყვანილი ცხედრები უსაფრთხო ადგილზე, დროს და მარშრუტს ვერ გეტყვით.

დაჭრილები, რამდენადაც ვიცით, არის საერთო ჯამში რვა. მათგან ერთი შედარებით მძიმედ. დანარჩენი მეტ-ნაკლებად მსუბუქად. საავადმყოფოში იყვნენ ყველა და გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. საუბარია იმაზე, სად მოხდეს მათი გადაყვანა ან დარჩენა. შესაბამისად, ეს პროცესი მიმდინარეობს და ვერაფერს გეტყვით, სად და როგორ განხორციელდება ან მათი გადაყვანა, ან ცხედრების გამოყვანა ისეთ ადგილას, საიდანაც მოხერხდებოდა მათი გადმოსვენების პროცესის დაწყება“,- აღნიშნა გიორგი ზაქარაშვილმა

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved