• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: დეზინფორმაცია, ტყუილი, ცილისწამება – ამ სიტყვების სინონიმად, სამწუხაროდ, დაარსების დღიდან იქცა „მთავარი არხი“ და მისი სულისჩამდგმელი ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
14:41 04-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
307

დეზინფორმაცია, ტყუილი, ცილისწამება – ამ სიტყვების სინონიმად, სამწუხაროდ, დაარსების დღიდან იქცა „მთავარი არხი“ და მისი სულისჩამდგმელი ნიკა გვარამია. დასწამე ცილი, შეთხზე ამბად და სიუჟეტად – ტყუილის იარაღად გამოყენება და ამ ეთერიდან ათასგვარი სიბინძურის მოსმენა დღეს აღარავის უკვირს…, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„მორიგი ასეთი “შედევრი” ვიხილეთ გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემაში, რომელმაც, არც მეტი, არც ნაკლები, ე.წ. ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარი “კრიშა” გაშიფრა. ფანტაზიის რეალობად ქცევისთვის ანონიმი რესპონდენტი შეარჩია და მაყურებელს ამცნო, რომ ერთ ერთი კიბერთაღლითური ოფისი, რომელიც ვითომდა კალაძეს ეკუთვნის, ისევ განაგრძობს მუშაობას. აი ასე, მთავარი არხის პროკურორ ნიკა გვარამიას (ავტორი ფილმისა „ნოემბრიდან ნოემბრამდე“), რომლის დროსაც პროკურატურა ადამიანებს ბრალს ისე სდებდა, მტკიცებულებები საერთოდ არ სჭირდებოდა, არც ტელეეთერით დასჭირვებია მტკიცებულებები მორიგი „სკანდალის“ ასაგორებლად.

მოდი, ვნახოთ „სკანდალური“ ინტერვიუს დასაწყისი:

გვარამია: ლილუაშვილი, მამაცაშვილი, კალაძე, ფარცხალაძე-ეს არის 4 მთავარი „კრიშა“ ამ სფეროში?

ანონიმი რესპონდენტი: დიახ!

გვარამია: და ბიძინა ივანიშვილი ყველასთან საქმის კურსშია და ანაწილებს ამ ყველაფერს.

ანონიმი: დიახ!

ამის შემდეგ, გადაცემაში მიდის გარჩევა, ვის რას უტოვებენ კიბეროფისებიდან, ვის რა წილი აქვს და ასე შემდეგ… როგორც ჩანს, ანონიმი რესპონდენტი, იმდენად ღრმად და საფუძვლიანად ფლობს ინფორმაციებს, წილების გარდა ისიც ზუსტად იცის, ვის რა დროს და რა საკითხებზე ესაუბრება ბიძინა ივანიშვილი.

შინაარსს უკვე გავეცანით, რაც შეეხება ფორმას, ინტერვიუ ჩაბნელებულ ფონზე ემოციის გასამძაფრებლად იყო საჭირო თუ ეს ერთგვარი მინიშნებაა შავ კატაზე, რომელსაც ეძებ ბნელ ოთახში, სადაც ის საერთოდ არ არის, ძნელი სათქმელია. როდესაც ტყუილები სტატისტიკად იქცევა, იქ ლოგიკა ზედმეტია. საინტრესოა, კიდევ რა მხატვრულ ხერხს გამოიყენებს გვარამია საკუთარი სტატისტიკის შესაფუთად“, – წერს კალაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved