• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, კვირა, 26 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წინააღმდეგობა რომ ვერ გაგვიწიეს, გამოიძახეს არტილერია და დაგვბომბეს… 1 კაცზე 20 ჭურვი მოდიოდა” – ხარკოვთან დაღუპული ქართველების მეთაური

ალია ავტორი - ალია
13:08 04-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
380

12-კაციანი დანაყოფის მეთაური, გოჩა ხორავა, რომლის დანაყოფშიც გუშინ ოკუპანტების მიერ მოკლული ორი ქართველი სამხედრო მსახურობდა, “მთავარ არხს” მომხდარის დეტალებს უყვება.

ის ამბობს, რომ 18-საათიანი წარმატებული სპეცოპერაციიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა ხარკოვთან უთანასწორო თავდასხმა განახორციელეს. რუსები ხარკოვს დრონებით ბომბავდნენ, რასაც დავით მენაბდიშვილისა და ნიკა შანავას სიცოცხლე შეეწირა.

გოჩა ხორავას თქმით, ძალიან მძიმეა კიდევ ერთი ჯარისკაცის მდგომარეობა.

სულ დაჭრილია 5 ქართველი სამხედრო. ახლა დანაყოფი ხარკოვს ტოვებს და შედარებით მშვიდ ტერიტორიაზე გადადის.

“კონტაქტურზე მოვხვდით და წინააღმდეგობა რომ ვერ გაგვიწიეს, გამოიძახეს არტილერია და არტილერიამ დაგვბომბა. ერთ კაცზე მოდიოდა 20 ჭურვი. 7 კაცი კანტუზიანი გვაქვს. ბიჭები ახლა გადაგვყავს უსაფრთხო ჰოსპიტალში. 2 დაღუპული გვყავს ჩემი მაგარი მებრძოლები, გმირები, გმირულად დაეცნენ ჩვენი ბიჭები. ჩვენც გავაკეთეთ გასაკეთებელი, მაგრამ დაგვეღუპნენ. კარპატსკი სიტში ქართველი მებრძოლების მეთაური ვარ მე და ვამეხა ჩუთლაშვილი, ვამეხა ჩუთლაშვილი მძიმედაა. ომში ვართ ჩამოსულები და ეს არის საქართველოსა და უკრაინის ომი, მე ვთხოვ მთელ საქართველოს, ჩვენს ბიჭებს დახვდნენ როგორც საჭიროა ისე, გმირებს”, – ამბობს გოჩა ხორავა.

რუსების თავდასხმის დეტალებს იხსენებენ დანაყოფის სხვა წევრებიც:

“პოზიცია ჰქონდათ აღებული, დაკავებული ჰქონდათ ტერიტორია, სადაც ჰქონდათ სანგრები, დააფიქსირა მოწინააღმდეგის დრონმა და გადასცა კოორდინატები რუსულ არტილერიას, საიდანაც გაიხსნა ცეცხლი 150 მმ-იანი საარტილერიო სისტემებიდან. ნიკუშა სადაც იყო სანგარში 1 მეტრში დაეცა ეს 150 მმ-იანი ჭურვი და იგივე მანძილზე, 1 მეტრში დათოს სანგართან”.

“როდესაც პირველად საჰაერო თავდასხმა მოხდა და განგაშის სიგნალი ჩაირთო, ნიკუშა არბოდა ზევით და რომ ვკითხეთ სად მიდიხარ-მეთქი, ჩემი ძმა უნდა გავაღვიძოო და მაშინ მივხვდით, რა ვაჟკაცი ბიჭი იყო”.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს უკრაინაში, ოკუპანტთან ბრძოლას დავით მენაბდიშილი და ნიკა შანავა ემსხვერპლნენ. 49 წლის დავით მენაბდიშვილი გამოცდილი სამხედრო იყო. ის მსახურობდა მუხროვანის ბატალიონში და უკრაინაში 2014 წელს იბრძოდა. მენაბდიშვილი უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღესვე, 25 თებერვალს წავიდა. ხოლო 21 წლის ნიკა შანავა ფრონტის წინა ხაზზე ძმასთან ერთად იბრძოდა. ქართველი მებრძოლები უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ბატალიონში – კარპატსკა სიჩში ირიცხებოდნენ. ამ დროისთვის, ორივე გმირის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

საქართველოსა და უკრაინის საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას უკვე 6 ქართველი ემსხვერპლა. დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში უკვე გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს, სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ ხერხდება ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის გამოსვენება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved