ახალგაზრდა პოლიციელი გამოძახებაზე მიდიოდა და რუსთავი-ლილოს გზაზე ავტომობილი შეეჯახა. მართალია იგი გადარჩა, მაგრამ დაშავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მდგომარეობა მძიმეა.
ახალგაზრდა მამაკაცი მიყენებული დაზიანებებით თავდაპირველად “კლინიკა რუსთავში” მოათავსეს, თუმცა შემდგომში ის თბილისში, “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევაზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მანქანა შეეჯახა.
ინფო რუსთავი
კომენტარები