სოციალური ქსელების მომხმარებლები განიხილავენ პრეზიდენტ ზელენსკის ჩაცმულობას, როდესაც ის ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს კიევში შეხვდა.
ადგილობრივი გამოცემა “უნიანი” წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის სამოსი და ფეხსაცმელი, საერთო ჯამში, 3500 გრივნის ღირებულებისაა, რაც, დაახლოებით, 110 ევროა.
ბორის ჯონსონთან ერთად კრეშატნიკის მოედანზე სეირნობის დროს ეცვა ქურთუკი, რომელიც 386 გრივნა (12 ევრო) ღირს, ასევე, 1010 გრივნად (31 ევრო) ღირებული შარვალი, მაისური – 200 გრივნა (6 ევრო) და ბოტასები Saucony Jazz Camo, რომლის ღირებულება 1959 გრივნაა (დაახლოებით, 61 ევრო).
მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ფართომასშაბიანი ომი დაიწყო, ქვეყნის პრეზიდენტი ხაკისფერი სამოსით ჩნდება, რომელიც, უმეტესად, უკრაინაშია წარმოებული. რუსულ მედიას მაგალითად მოჰყავს ვლადიმირ პუტინის ჩაცმულობაც – რუსეთის პრეზიდენტს, კონცერტზე საჯაროდ გამოსვლისას, 1.5 მლნ რუბლის ღირებულების ქურთუკი ეცვა.
კომენტარები