გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას მის ორ ფოტოსთან დაკავშირებით, საიდანაც ერთი ომის დაწყებამდეა გადაღებული, ხოლო მეორე ბუჩაში ვიზიტის დროს.
“ეს ორი განსხვავებული ადამიანია. ეს (ცვლილება) არის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ იმ ადამიანს დავუბრუნდები (როგორც ომამდე)“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გერმანელმა ჟურნალისტმა, უკრაინის პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, რას ფიქრობს, როდესაც ღამით თვალებს ხუჭავს.
“ვერაფერს ვერ ვხედავ. ძალიან ძნელია ძილი. ბოლოს როდის მეძინა, არ მახსოვს”, – უპასუხა ჟურნალისტს ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ფოტოებს შორის სხვაობა ომის 41 დღეა.
კომენტარები