• რეკლამა
  • კონტაქტი
18:53, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინაში რუსი პოეტის, პუშკინის ძეგლი დაშალეს

ალია ავტორი - ალია
17:26 04-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

უკრაინაში, ტერნოპოლში, რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის ძეგლი დაშალეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გამოცემის ცნობით, დემონტაჟი აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე გუშინ ღამით მოხდა.

„რუსების დანაშაულებმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ხაზი გადაუსვა რუსი ხალხის მთელ კულტურას. ამ დანაშაულებს არანაირი ახსნა არ აქვს. ისინი არ გვიტოვებენ არჩევანს, ყველაფერი რუსული უნდა დაიშალოს, რუსი მწერლის ძეგლის ჩათვლით“, – განაცხადა მერმა, სერგეი ნადალმა.

ამასთან, ერთი კვირის წინ, ნადალმა ტერნოპოლის მოსახლეობას მოუწოდა, არ გაეკეთებინათ პროვოკაციები ძეგლის წინააღმდეგ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მერია მის შესაძლო დემონტაჟს ომის შემდეგ გადაწყვეტდა.

ამ ძეგლის დანგრევის ინიციატივები ტერნოპოლში რეგულარულად ჩნდებოდა.

2022 წლის 29 მარტს დარეგისტრირდა პეტიცია ძეგლის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ, მანამდე მსგავსი პეტიციები შეიქმნა 2016, 2018 და 2020 წლებში. 2020 წელს, მიუხედავად იმისა, რომ პეტიციამ ხმების საჭირო რაოდენობა დააგროვა, მერიამ მის დემონტაჟზე უარი თქვა.

გუშინ საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა, დაარეგისტრირა პუშკინის ძეგლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი, რათა ეს საკითხი მერიაში მომავალ სხდომაზე განეხილათ.

მას შემდეგ, რაც ძეგლი გუშინ დაიშალა, იგი უფასოდ შესანახად გადაეცა გორდორემსტროის საწარმოს. რა ბედი ეწევა ძეგლს, ჯერჯერობით უცნობია.

ამავდროულად, ტერნოპოლის მცხოვრებლები ახლა სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ საკრებულოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ძეგლი ღამით დაშალეს, რათა არავის დაენახა.

მანამდე, 22 მარტს ადგილობრივმა მცხოვრებმა წითელი საღებავით ძეგლს დააწერა – „დემონტაჟი“.

რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის ძეგლი ქალაქში 1959 წელს (სხვა ოფიციალური მონაცემებით – 1961 წელს) დაიდგა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved