• რეკლამა
  • კონტაქტი
18:53, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამიტომ გადავწყვიტე, როგორც ვიცე სპიკერმა გავაკეთო კოორდინირება, უკვე მაქვს თანხმობა ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან” – ლევან იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
17:03 04-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ უმჯობესია, ქართული პოლიტიკური პარტიები უკრაინას ერთობლივი ვიზიტით ესტუმრონ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მმართველმა გუნდმა, ფაქტობრივად, უარი თქვა უკრაინაში, ბუჩაში ვიზიტზე, ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ ეს მათ უნდა გააკეთონ. სწორედ ამ ინიციატივას ეხმაურება იოსელიანიც.

“დღეს, საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინისთვის მტკიცე მხარდაჭერისა და თანადგომის ჩვენება სჭირდება უფრო მეტად საქართველოს, ვიდრე უკრაინას. ჩვენი პარტიის ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი უკვე ერთი თვეა იბრძვის უკრაინაში და ზუსტად ამის საჩვენებლად აკეთებს ამას. ბუჩას მოვლენების შემდეგ, ყველა ოპოზიციონერს გაუჩნდა სურვილი ცალ-ცალკე ჩასულიყო სამძიმრის გამოსახატად ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. მაგრამ ვფიქრობ, ახლა მტკიცე ერთიანობის საჩვენებლად, უმჯობესია ყველა ერთობლივი ვიზიტით ვეწვიოთ უკრაინას. ამიტომ გადავწყვიტე, მე როგორც ვიცე სპიკერმა გავაკეთო ამის კოორდინირება, უკვე მაქვს თანხმობა ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან”. – თქვა ლევან იოსელიანმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციას ქართული ოცნების დეპუტატებიც შეუერთდებიან.

“მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ახერხებს ბუჩაში ჩასვლას, იმედი მაქვს მმართველი პარტიის წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან, რათა ერთად ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყნის საერთო პოზიცია. დღეს არა დაყოფის და დაპირისპირების, არამედ ერთიანობის დემონსტრირების დროა”. – თქვა იოსელიანმა.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ  ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს. მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც. აპუაშვილმა მოწვევას არასათანადო უწოდა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ჩავა თუ არა უკრაინაში.

პარლამენტის აპარატის ცნობით, თავმჯდომარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმ ფონზე, როცა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევა არარელევანტურია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved