“კენტერბერიის ყოფილი არქიეპისკოპოსი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, რუსეთის ეკლესიის გაძევებას ითხოვს”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს.
დეკანოზის ვარაუდით, რუსეთის გაძევება ძალიან მალე მოხდება.
“კენტერბერიის ყოფილი არქიეპისკოპოსი (ანუ ინგლისის ეკლესიის გადამდგარი და პენსიაზე გასული პირველ-იერარქი) როუენ უილიამსი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან რუსეთის ეკლესიის გაძევებას ითხოვს სავსებით სამართლიანად.
იგი არაა პირველი ვინც ამას მოითხოვს და აჟღერებს.
ვფიქრობ მალე მოხდება ეს.
ეს ნიშნავს რუსული ეკლესიის მოკვეთას ქრისტიანული ერთობიდან და დიდ დამცირებას.
ასევე იმედი მაქვს, უახლოეს თვეებში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და მის მიერ მოწვეული საეკლესიო კრება განსჯის და გაასამართლებს კირილეს და მის ცრუ ეკლესიას მისი ანტიქრისტიანული, სატანური ქმედებებისათვის”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
კომენტარები