ევროკავშირი კიევში დიპლომატიურ მისიას აახლებს – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მან თქვა, რომ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა მუშაობას ახლა ისევ კიევიდან გააგრძელებს.
“ამ ვიზიტით ევროკავშირი ბრუნდება კიევში. სიტყვასიტყვით ვგულისხმობ ამას: ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი დაბრუნდა აქ, რათა ჩვენ უფრო უშუალოდ და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ უკრაინის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ბორელმა.
როგორც ცნობილი ხდება, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი, მატი მაასიკასი დარჩა უკრაინაში, რათა ხელახლა გახსნას დელეგაციის შენობა და შეაფასოს რა პირობებში დაბრუნდება დელეგაცია კიევში.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ, ევროკავშირის დელეგაცია დროებით პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში გადაიყვანეს.
კომენტარები