• რეკლამა
  • კონტაქტი
19:34, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროპიდან თამბაქოს ნაწარმის შემოტანა გაცილებით უფრო ძვირი იქნება” – ივა ჭყონია

ალია ავტორი - ალია
15:14 04-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

ბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოში გარკვეული ბრენდის თამბაქოს ნაწარმი დეფიციტური გახდა. მიზეზი კი რუსეთ-უკრაინის ომია, რადგან საქართველოში თამბაქოს ნაწარმი ძირითადად უკრაინიდან შემოდიოდა. საომარი მოქმედებების გამო კი, დღეს თამბაქოს ექსპორტი უკრაინიდან სრულად შეჩერებულია. თამბაქოს იმპორტიორებმა უკვე დაიწყეს ალტერნატიული ბაზრების მოძიება, მათი თქმით, განიხილება ევროპის ქვეყნები.

ევროპის ბაზრიდან თამბაქოს ნაწარმის შემოტანა უფრო ძვირი დაჯდება. ასე გამოეხმაურა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი უკრაინის ბაზრის ჩანაცვლების შესაძლებლობას.

ივა ჭყონიას განმარტებით, ტრანსპორტირების ხარჯი ევროპის შემთხვევაში გაცილებით მაღალი იქნება, რამაც შესაძლოა სიგარეტის ღირებულება გააძვიროს.

“ევროპიდან თამბაქოს ანალოგიური ნაწარმის შემოტანა გაცილებით უფრო ძვირი იქნება. ამასთან ერთად, გადაწყობასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება და გაიწელება გარკვეული პერიოდი. იმიტომაც არის შეფერხებები, რომელმაც შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას სიგარეტის კონკრეტული ბრენდის მომხმარებლებს.

ლოგისტიკა გაცილებით ძვირი ეღირება, იმიტომ რომ უკრაინიდან ტრანსპორტირება თუ ღირდა 3000$, ევროპიდან 4000 ევრო ღირს, ესეც კარგ შემთხვევაში”, – აცხადებს დისტრიბიტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

ცნობისთვის, ბაზარზე ამ დროისთვის ძირითადად პრემიუმ სეგმენტის სიგარეტის ბრენდებზე შეიქმნა დეფიციტი.

კომპანია “ფილიპ მორისში” ამბობენ, რომ მათი პროდუქციის დეფიციტი არაა და პროდუქტების შეძენა ქვეყნის უმეტეს სარეალიზაციო ქსელებშია შესაძლებელი. რაც შეეხება უკრიანის ბაზარს, “ფილიპ მორისში” განმარტავენ, რომ განიხილება უკრაინის ბაზრის ევროპის ქვეყნებით ჩანაცვლება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved