Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორი სოფო ჭყონია Facebook-ზე საზოგადოებას მიმართავს:
“For Ukraine ??
11 აპრილს, ფილარმონიაში თქვენს წინაშე დაუკრავს ლვოვის სიმფონიური ორკესტრი.
მხოლოდ ორკესტრის წევრი ქალბატონები, რადგან მუსიკოსი მამაკაცები დღეს ომში იბრძვიან და მათი სკამები ცარიელი იქნება სცენაზე….
ამ ყველაფრით ვუერთდებით გლობალურ საქველმოქმედო ტელემარათონს.
გელოდებით 11 აპრილს, ორშაბათს, ფილარმონიაში.
ძალიან ემოციურ, მაგრამ ძალიან საჭირო მარათონზე
ბილეთების შესაძენად შესაძლებელია გამოიყენოთ ლინკი:
https://tkt.ge/show/10247/ukrainistvis?
“, – წერს სოფო ჭყონია.
კომენტარები