რუსი პოლიტოლოგი, მიხაილ ტხორევი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთშია ნამყოფი, მანქანის ქართული სანომრე ნიშნების ამსახველ ფოტოს თბილისიდან აქვეყნებს.
“ტიპმა, რომელმაც 2015, 2016 და 2022 წლებში ოკუპირებული აფხაზეთი მოიარა, თბილისიდან ახალი ნომრებით გვეკაიფება.
გვყავს უსაფრთხოება? არა
პირიქით, მუშაობის უფლებაც მოიპოვა”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, ირაკლი ორაგველიძე.
ცნობისთვის, ოკუპაციის შესახებ კანონის თანახმად, პირს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშეა შესული, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება.
კომენტარები