• რეკლამა
  • კონტაქტი
19:22, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ОКЕАН ЕЛЬЗИ-ს წევრი რუსებს: თქვენ გაზარდეთ ის ნაძირალები, რომლებიც ჩვენს ბავშვებს კლავენ

ალია ავტორი - ალია
13:35 04-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

უკრაინელმა მუსიკოსმა და პოლიტიკოსმა, როკ ბენდ Океан Ельзи-ს ფრონტმენმა რუს ხალხს მიმართა.

“მრავალი დღე რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტები მიკავშირდებიან, მეკითხებიან აზრს, მე არაფერი მაქვს მათთვის სათქმელი, თუმცა არა, მაქვს. აი რას გეტყვით, თითოეული თქვენგანი რუსი ხალხის ნაწილია, თქვენ გაზარდეთ და გამოკვებეთ, ეს ნაძირალები, ნა**ვრები, მხეცები, რომლებიც დღეს, ანადგურებენ ჩვენს სახლებს, კლავენ მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს, აუპატიურებენ, მარადიორობენ. თქვენ მოიყვანეთ ხელისუფლებაში ყველა ის ადამიანი, რომელიც ბრძანებებს გასცემს, დამიზნებით ანადგურებს ჩვენს სამშობიაროებს, მოხუცთა თავშესაფრებს, რკინიგზის სადგურებს, სავსეს ათასობით ადამიანით, რომლებიც თქვენი “რუსული სამყაროსგან” გაქცევას ცდილობენ. თქვენ დუმდით, როდესაც უნდა გელაპარაკათ და გემოქმედათ. როდესაც პუტინი, ვისი მეორე სახელია ანტიქრისტე, მოვიდა ხელისუფლებაში თქვენ დუმდით, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, თქვენ ასევე დუმდით, შემდეგ, როდესაც რუსეთმა უნამუსოდ წაგვართვა ყირიმი, დიახაც წაგვართვა, მოგვპარა, მრავალი თქვენგანი გულის სიღრმეში ამაყობდა ამით, ზოგი თქვენგანი ხმამაღლა ამბობდა, რომ ყირიმი მშობლიურ ნავსადგომში დაბრუნდა. შემდეგ, 8 წელი, როდესაც თქვენი ქვეყანა დონბასში საზარელ ომს აწარმოებდა, არ გეყოთ სიმამაცე, რომ ათასობით, ასიათასობით, მილიონობით გარეთ გამოსულიყავით და გაგეპროტესტებინათ ეს საშინელი მოვლენები. არადა ადრე შეგეძლოთ, 1991 წელს, მოსკოვის ქუჩებში მილიონი ადამიანი გამოვიდა, რათა ბოროტების იმპერია დაემხო, მაგრამ ეს ადრე იყო, ახლა კი, მხოლოდ ფეისბუქის პოსტებითა და ტელეფონით გამოთქმული მწუხარებით შემოიფარგლებით. ჩვენ არ გვჭირდება მხარდაჭერა ტელეფონით და ფეისბუქით, ჩვენ გვჭირდება მოქმედება. საზღვარგარეთ, მყუდრო სასტუმროებსა და სახლებში მოკალათებულნი მსჯელობთ რუსული სულის ამოუხსნელობაზე, იმაზე რა იქნება შემდეგ და იმაზე, თუ როგორ დაინგრა თქვენი ცხოვრება, ეგ აზრები სხვებს გაუზიარეთ, თქვენი ცხოვრება არ დანგრეულა, ცხოვრება დაენგრა მათ ვინც დღეს ხელებშეკრული, მკვდარი წევს ბუჩასა და ბოროდიანკაში, ცხოვრება დაენგრა მათ, ვინც, გაქცევას ცდილობდა კრამატორსკის რკინიგზის სადგურიდან და რუსული რაკეტებით განადგურდა, ცხოვრება დაენგრა მილიონობით უკრაინელ ლტოლვილს, რომელთაც არ აქვთ საცხოვრებელი, ცხოვრება დაენგრათ მათ, ვისაც თქვენ ამდენი წელი ძმებს ეძახდით. ამიტომ ჩვენ არასდროს განვასხვავებთ ერთმანეთისგან მათ ვინც კლავდა და ბრძანებას გასცემდა, იმათგან ვინც დუმდა და არაფერს აკეთებდა. განსაკუთრებულ და გულწრფელ მადლობას ვუხდი მათ, ვინც საპროტესტო აქციაზე გავიდა ან საჯაროდ დააფიქსირა თავისი პოზიცია იმ მხეცობებზე, რომლებსაც რუსეთის ხელმძღვანელობა და არმია სჩადის. ამ ადამიანების რიცხვი მცირეა, მაგრამ ისინი არსებობენ, ისინი გვახსოვს და მათ ვაფასებთ. ასევე არასდროს დავივიწყებთ მათ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ საშინელი დანაშაული ჩაიდინა და მათ, ვინც, ამდენი წელი ჩუმად იყო. არასოდეს დაგვავიწყდება და არასოდეს ვაპატიებთ”. – ამბობს

სვიატოსლავ ვაკარჩუკი Океан Ельзи-ს დამფუძნებელი წევრი და ფრონტმენია. 2004 წელს აქტიურად უჭერდა მხარს ვიქტორ იუშენკოს და მონაწილეობდა ნარინჯისფერ რევოლუციაში. 2007 წელს გახდა უმაღლესი რადის დეპუტატი, ერთი წლის მერე საკუთარი სურვილით დატოვა რადა. 2013-2014 წლებში ჩართული იყო ევრომაიდანის საპროტესტო აქციებში. 2019 წელს გახდა პარტია Голос-ის ლიდერი, მიიღო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და მეორედ გახდა უმაღლესი რადის წევრი. ერთი წლის შემდეგ ვაკარჩუკმა კვლავ დატოვა რადა. 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ ჩაეწერა ლვოვის სამხედრო ნაწილებში.

ვაკარჩუკი ბენდთან ერთად 2022 წლის Tbilisi Open Air-ის მთავარი ჰედლაინერია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved