ბათუმში, 26 მაისის და გორგილაძის ქუჩის კვეთაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა. დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები