• რეკლამა
  • კონტაქტი
22:38, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილის, N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსის ექსტრადიცია განხორციელდა

ალია ავტორი - ალია
12:41 04-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

გერმანიის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ვ.კ.-ს საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ძებნილი, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ვლადიმერ კაპანაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში იქნა ეტაპირებული.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ვ.კ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144¹-ე მუხლით, რისთვისაც განსაზღვრული აქვს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დადგენილია, რომ ვ.კ.-მ, რომელიც 2007 წლის 26 ივნისიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა სასჯელაღსრულების N 6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსის თანამდებობას, პირთა ჯგუფთან ერთად, შეიმუშავა მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები, რომელიც მიზნად ისახავდა მათ მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ვ.კ. თანამშრომლებთან ერთად ეწეოდა პატიმრების სისტემატურ ცემასა და წამებას.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის ქართული მხარისთვის გადმოცემა განხორციელდა ერთის მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და მეორეს მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ გერმანელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მათი კომპეტენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისთვის, რის შედეგადაც, შესაძლებელი გახდა ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიცია და მისი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც ყველა ზომას მიიღებს, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved