ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ფეისბუქზე “პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებულ მითქმა- მოთქმას ეხმიანება და წერს:
“მოდი შე ღორო, ოკუპანტო, ნაგავო, ვირიშვილო მოვილაპარაკოთ შენი დედას შევეცი! – მოლაპარაკებების ასეთი ფორმა გლობალურ პოლიტიკაში არ არსებობს …
თუ ჯდები მოსალაპარაკებლად, იმ დროს,
უშუალოდ მაგიდასთან უნდა დაივიწყო
მტყუან-მართალი და ილაპარაკო ცივად
არსებულ მოცემულობაზე და შენი ქვეყნის
კონკრეტულ ინტერესებზე ამ ვითარებაში…
ვინ დამპალია და ვინ უჭკნობელი, მაგი
სწორედ მოლაპარაკებების შედეგად უნდა
გადაწყდეს … თუ სასურველ შედეგს მიიღებ,
შესაძლოა მტერსაც კი, ბეჭებზე ხელი
მოუთათუნო… თუ არადა, კი ბატონო, იომეთ!
მთავარი ის კი არაა, რომ უამრავი ადამიანი,
განსაკუთრებით ახალგაზრდები შეეწირება
და ყველაფერი ჩამოინგრევა,. მთავარი
უფრო ისაა, რომ ყოველივე იქნება სრულიად
უაზრო, ფუჭი და მხოლოდ ზიანის მომტანი…
ომი აუცილებლად გაგვანადგურებს!
სხვა გზებზე კი შანსი გვაქვს გადავრჩეთ….
გაეშვით ირმა ინაშვილის უაზრო ლანძღვას!
ირმაზე უკეთ არავინ იცის რუსი როგორია!
მაგას ვერ ასწავლით. თუმცა ახლა ასეა
საჭირო და ესაა ქვეყნის ერთადერთი ხსნა!
ეს ალტ-ინფოს უაზრო ფაფხური არ მომწონს,
მათი ამპარტავნული იმპერატიული ტონი
კი, უბრალოდ შემაშფოთებელია… მხოლოდ
პატრიოტთა ალიანსია ამ ფლანგზე სრულად
სერიოზული რეალური პარტია. წარმატება!”
კომენტარები