• რეკლამა
  • კონტაქტი
07:57, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან ირჩევს, მიიღოს თუ არა ეს ხარება, მიიღოს თუ არა თავის გულში იესო ქრისტე – მეუფე შიო

ალია ავტორი - ალია
16:30 04-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა:  –ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან, განურჩევლად თავისი ეროვნებისა თუ სარწმუნოებრივი აღმსარებლობისა, დგება აი, ამ წმინდა და ტკბილი სახელის, იესო ტკბილის სახელის წინაშე, იმიტომ რომ, თქვენ იცით, რომ სახარება ყველგან იქადაგება, თუ უკვე არ არის ყველგან ნაქადაგები, ყველგან უნდა იქადაგოს და ყველას სმენია იესო ქრისტეს შესახებ. და უკვე ადამიანი ირჩევს, მიიღოს თუ არა ეს ხარება, მიიღოს თუ არა თავის გულში იესო ქრისტე, როგორც მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა.

 

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ხარება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.
– „დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს“ , – ასევ ვგალობთ ჩვენ დღესასწაულის ტროპარში, ვინაიდან ხარება ეს არის დღე, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა ყოვლადწმინდა ქალწულს და ახარა მას, რომ მასზე გარდამოვა სულიწმიდა და მის წიაღში ჩაისახება და მისგან იშვება მომავალი მხსნელი სოფლისა და მაცხოვარი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა წარმოთქვა თავისი სიტყვები: „აჰა, მხევალი ღვთისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“, რითაც გამოავლინა დიდი სიმდაბლე, სარწმუნოება და უსაზღვრო მინდობა ღვთისადმი და ეს სასწაულიც აღსრულდა, სასწაული განკაცებისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

– ეს დღე გახლავთ პირველი სახარება კაცობრიობისადმი, სახარება ჩვენი გამოხსნისა და ცხონების შესახებ. ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან, განურჩევლად თავისი ეროვნებისა თუ სარწმუნოებრივი აღმსარებლობისა, დგება აი, ამ წმინდა და ტკბილი სახელის, იესო ტკბილის სახელის წინაშე, იმიტომ რომ, თქვენ იცით, რომ სახარება ყველგან იქადაგება, თუ უკვე არ არის ყველგან ნაქადაგები, ყველგან უნდა იქადაგოს და ყველას სმენია იესო ქრისტეს შესახებ. და უკვე ადამიანი ირჩევს, მიიღოს თუ არა ეს ხარება, მიიღოს თუ არა თავის გულში იესო ქრისტე, როგორც მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა.

–ღმერთი მრავალი საუკუნე ამზადებდა თავის რჩეულ ერს – ისრაელს – მესიის მოსასვლელად და იმისთვის, რომ წარმოეშვა ამ ერს აი, ასეთი საოცარი ადამიანი, როგორიც არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, საოცარი ნერგი, საოცარი ყვავილი, რომლისგანაც შეიძლებოდა შობილიყო ძე ღმერთი, ღვთისმშობელში არის თავმოყრილი ყველაფერი საუკეთესო, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს.

–აი, წმინდა გრიგოლ პალამა ბრძანებს, რომ განკაცება ეს არის როგორც ღმერთის სიყვარულის დიდი და მაცხონებელი საქმე, ასევე არის ადამიანის თავისუფალი ნებისა და თანხმობის საქმეც. ისევე, როგორც ღვთის ნების გარეშე ვერ მოხდებოდა უფლის განკაცება, ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თანხმობის გარეშე განკაცება ვერ მოხდებოდა.

– აი, ასეთი საოცარი დღეა დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დიდ მადლთან ერთად მიიღო სატანჯველიც, ტანჯვაც მიიღო; მთელი მისი ცხოვრება მწუხარებით იყო სავსე. და აი, ადამიანის გულშიც რომ შემოვიდეს ქრისტე, რომ იშვას, რომ მასში ჩაისახოს და აღორძინდეს იესო ქრისტე, დიდი სულიერი ღვაწლია საჭირო. ეს ღვაწლი არის ბრძოლა საკუთარ თავთან, რადგან ცოდვა ისე შეგვეთვისა ჩვენ, რომ ჩვენეული გახდა უკვე, ბრძოლა საკუთარ ვნებებთან, ბრძოლა ბოროტ სულებთან, ბრძოლა ამ წუთისოფლისგან მომდინარე განსაცდელებთან. ეს ყველაფერი ღვაწლს გულისხმობს და სხვანაირად უფალი ჩვენ სულში ვერ შემოვა, მაგრამ ეს მწუხარებანი და განსაცდელები ჩვენი არაფერია იმასთან შედარებით, რაც დაითმინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა.

– ასე რომ, დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მისი ცრემლები, მისი სიხარული და ძე ღმერთის განკაცება, უფალ იესო ქრისტეს ცხოვრება, მისი ტანჯვა, მისი ჯვარცმა, მისი მკვდრეთით აღდგომა არ ყოფილიყოს ჩვენთვის ამაო. ყოველთვის ვევედროთ ამისთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენშიც ჩაისახოს, ჩვენშიც აღორძინდეს უფალი იესო ქრისტე, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი ცხოვრებაც და ჩვენი მარადიული ცხოვრებაც უფალ იესო ქრისტესთან.
– ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ.

– ყოველთვის ვადიდოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ყოველთვის ვმადლობდეთ მას და ყოველთვის ვუგალობდეთ მას: „გიხაროდენ მიმადლებულო, გიხაროდენ სახარულევანო, გიხაროდენ წმინდაო სძალო უსძლოო, ამინ!“
– ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!“

თეგები: მეუფე შიო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved