• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსი იმპერატორი ანგელოზი იყო პუტინთან შედარებით და რას იფიქრებდა, რომ ომის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში ტახტს დაკარგავდა და მერე საერთოდ სიცოცხლეს!” – ლაშა ბუღაძე

ალია ავტორი - ალია
11:40 04-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პუტინს ბოლოს ისევ რუსი ხალხი მოუღებს და ამის მაგალითად ისტორიული მაგალითი მოჰყავს.

“ვუყურებ რუსეთის ქუჩებში გამოკითხულთა მოლაპარაკე გვამებს და ვფიქრობ, რას იზამს ეს ხალხი, როცა მარცხის გაცნობიერებას დაიწყებს…

როგორი ეგზალტაციით იყვნენ რუსები მოცულები 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის პირველ თვეებში – უცებ შეიყვარეს იმპერატორი ნიკალაი მეორე და ისიც რა თავდაჯერებული იყო თავისი მილიტარისტული პოპულარობის პიკზე…

და რას იფიქრებდა, რომ ომის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში ტახტს დაკარგავდა და მერე საერთოდ სიცოცხლეს: რომ მასზე შეყვარებული რუსი ხალხი სარდაფში ჩაკლავდა ცოლიან-შვილებიანად, ქალიშვილებს აუკუწავდნენ და მიტოვებულ შახტში ჩაყრიდნენ ნახევრად-დამწვარ სხეულებს…

ამ დროს რა ბედნიერი ჭვრეტდა თავის ტრიუმფს რუსული მისიის აღსრულების დასაწყისში… და აი, “ტრიუმფი” ინჟინერ იპატიევის სახლის პადვალში დაუსრულდა…

რუსი იმპერატორი ანგელოზი იყო პუტინთან შედარებით, მაგრამ რუს ერს სჩვევია დემონური ეტაპების ტრანსფორმაცია…

პუტინის “დედლაინი” 9 მაისია – “ფაშიზმზე” გამარჯვება ამ დღეს უნდა იზეიმოს.

მაგრამ ბუნკერი აუცილებლად იქცევა იპატიევის პადვალად“, – წერს ბუღაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია
ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

19:02 04-14-2026
როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved