• რეკლამა
  • კონტაქტი
12:03, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

ალია ავტორი - ალია
18:37 04-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
245

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. 

რათა ეს კანონპროექტი კანონად იქცეს, მოდმევნო ეტაპზე ის უნდა დამტკიცდეს წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე, შემდეგი დამტკიცებისთვის კი ის აშშ-ს სენატს გადაეცემა.

კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა მხარდამჭერი აქტის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ახლა, როცა პუტინის კამპანია უკრაინაში გრძელდება, ვშიშობ, შესაძლოა, მან საკუთარი მრისხანება აღმოსავლეთისკენ შეაბრუნოს, რათა სახე შეინარჩუნოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ისე, როგორც არასდროს, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება”. – აღნიშნა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა კანონპროექტის განხილვის დროს.

კინზინგერის თქმით, კანონპროექტის დამტკიცება იქნება ძლიერი გზავნილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისთვის.

“წლევანდელ კანონპროექტში გაკეთებული პატარა ცვლილებები მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების პოზიციას, პარალელურად უზრუნველყოფს იმას, რომ მათმა ახალგაზრდა დემოკრატიამ განაგრძოს ზრდა, რუსეთის აგრესიის შიშის გარეშე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო აშშ-ს მტკიცე პარტნიორია. 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ საქართველო შეუერთდა NATO-ს კოლექტიური თავდაცვის შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრი არ იყო. მათ გამოყვეს უდიდესი ძალა NATO-ს არაწევრებიდან და ავღანეთის ომში იყვნენ უდიდესი კონტრიბუტორები ერთ სულ მოსახლეზე. აშშ-საქართველოს უსაფრთხოების კოოპერაციის გაღრმავებით, პუტინს ვუგზავნით ძლიერ გზავნილს, რომ აშშ საკუთარი მოკავშირეების გვერდით დგას. ასე რომ, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მხარდაჭერის აქტს”

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
ახალი ამბები

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში

13:19 04-15-2026
როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved