• რეკლამა
  • კონტაქტი
17:37, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორია საბრძოლო ვითარება უკრაინაში 5 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
14:12 04-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალებმა მიატოვეს შეტევითი ოპერაციები კიევზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის გასაძლიერებლად განაგრძეს პოზიციების შეცვლა. ოკუპანტებმა კიევიდან გამოსვლა თითქმის დაასრულეს და ბელარუსიდან გამოყვანილი საბრძოლო ძალების ნაწილს რუსეთში გადაანაწილებენ.

უკრაინის სამხედრო ძალები კიევისა და ჟიტომირის ოლქის მსგავსად, ცდილობენ ჩერნიგოვის სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის აღდგენას. ოკუპანტები რუსეთისა და სუმის მიმართულებით გადაადგილდებიან, თუმცა უცნობია საზღვარზე გაჩერდებიან, თუ სუმის მიმართულებით დაიწყებენ პოზიციების დაკავებას.

რუსეთს კიევიდან გამოყვანილი სამხედრო ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში ჯერ არ გადაუყვანია. ოკუპანტთა ქვედანაყოფები, რომლებიც იზიუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ სლოვიანსკისკენ გადაადგილდებიან, წარმოადგენენ პირველი გვარდიის სატანკო არმიის ნაწილებს, რომლებიც ხარკოვ-სუმის რეგიონში იმყოფებოდნენ. რუსეთის  ქვედანაყოფები, რომლებმაც კიევში პოზიციები მიატოვეს, გაუგებარია, ჩაერთვებიან თუ არა საომარ მოქმედებებში. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოსკოვმა აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლოა 35-ე გაერთიანებული შეიარაღებული არმიის 64-ე მოტომსროლელი ქვედანაყოფი გაგზავნოს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბუჩაში ომის დანაშაული ჩაიდინა. იმ იმედით, რომ სამხედრო ძალების დამნაშავე წევრები და ომის დანაშაულის მოწმეები უკრაინის ძალებთან ბრძოლისას დაიღუპებიან.

ოკუპანტთა ჯარების კიევის დატოვების შემდგომ, ბელგოროდი გახდა კონცენტრაციისა და ძალების აღდგენის კერა. ცენტრალური სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები, რომლებიც ჩერნიგოვის ოლქში პოზიციებს ტოვებენ, ბელგოროდისკენ მიემართებიან. მათი საბოლოო დანიშნულება ჯერ უცნობია.

მარიუპოლის ბრძოლა გრძელდება, რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ ქალაქის შეტევას არტილერიისა და საჰაერო ძალების გამოყენებით. მარიუპოლის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ინფორმაციის მიღება საკმაოდ რთულია, თუმცა უკრაინის ძალები, როგორც ჩანს, ქალაქში პოზიციებს ინარჩუნებენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმიდან სლოვიანსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციები განახორციელეს და მცირე პროგრესს მიაღწიეს. რუსეთს ჯერ არ უცდია დიდი ძალების კონცენტრირება ამ მიმართულებით, სამაგიეროდ აგრძელებს ცალკეული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების გაგზავნას დამოუკიდებელი შეტევებისთვის.

ISW-ს ძირითადი დასკვნები:

  • კიევის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი თითქმის დასრულდა. 
  • მოსკოვს ქვედანაყოფები დასავლეთ უკრაინიდან აღმოსავლეთში საბრძოლველად არ გადაუყვანია.
  • უკრაინის სამხედრო ძალები მარიუპოლში ოკუპანტებს მდგრად წინააღმდეგობას უწევენ.
  • ოკუპანტებმა იზიუმ-სლოვიანსკის ღერძზე შეზღუდული შეტევითი ოპერაციები განახორციელეს.
თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved